რუსი პარაპლანისტების ცემის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedწინასწარი დაკავების საკნის გისოსი
წინასწარი დაკავების საკნის გისოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პარაპლანისტების დაკავების გამო, დღეს ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით სამართალდამცველებმა  ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ, 9 ივნისს ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში მოხდა. ქართველმა მფრინავებმა პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუს პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების და ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთ დაზარალებულს, რუს მფრინავ ფიოდორ ჩელიშევს  ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მას ცხვირიც გატეხილი აქვს და საავადმყოფოშია მოთავსებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გუდაურში ნაცემი რუსი პარაპლანერისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

უწყების ცნობით,  გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულები არიან  1987 წელს დაბადებული ვ. ზ., 1987 წელს დაბადებული გ. ზ., 1982 წელს დაბადებული გ. ჯ. და 1980 წელს დაბადებული ვ. ბ. მათ ბრალი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების გამო ედებათ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს — ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის  126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტს გულისხმობს და სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს: რა გახდა გუდაურში ქართველ, უკრაინელ და რუს პარაპლანისტებს შორის კონფლიქტის მიზეზი >>

ქართველი პარაპლანისტების დაკავების გამო დღეს ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა.  აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0