IDFI-ს კვლევა: მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გადაჭარბებით იხარჯება

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
IDFI-ში დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მთავრობის ფონდიდან დაფინანსება ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტის ცუდ დაგეგმარებას უკავშირდება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2013-2017 წლებში სარეზერვო ფონდიდან 595 მლნ ლარზე მეტი (242 მლნ აშშ დოლარზე მეტი) გახარჯა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაში.

ყველაზე მეტი თანხა სარეზერვო ფონდიდან ქვეყნის მთავრობამ 2016 წელს დახარჯა — დაახლოებით 173 მლნ ლარი (დაახლოებით 71 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე ცოტა — 2017 წელს, რამაც 73 მლნ ლარს გადააჭარბა (30 მლონ აშშ დოლარზე მეტი). 

ახალი სპორტის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯებმა პროგნოზს 84,3%-ით გადააჭარბა

IDFI-ის მონაცემებით, სარეზერვო ფონდიდან ყოველწლიური ხარჯები, დაგეგმილთან შედარებით, პრაქტიკულად, 80%-ით იზრდებოდა. ასე მაგალითად, 2013 წელს სარეზერვო ფონდის ხარჯის მოცულობა 50 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ 105 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ  მთავრობა თანხებს სარეზერვო ფონდიდან ძირითადად გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გამოყოფდა. ამ მიზნით მთავრობამ ოთხ წელიწადში 155 მლნ ლარზე მეტი გახარჯა, რაც საერთო მოცულობის 26,17%-ია. 

შემდეგ მოდის ღონისძიებების ორგანიზებაზე დახარჯული თანხები, რაზეც ოთხი წლის განმავლობაში 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყო და სარეზერვო ფონდის საერთო მოცულობის 25,2% შეადგინა. 

შიდა ქართლის რეგიონის მცხოვრებნი თავის ნაკვეთს ამუშავებენ - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ფერმერების სწავლას დააფინანსებს

ასეთ ღონიძიებათა ჩამონათვალშია: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომლის აღნიშვნაზეც მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში 5 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებები, სპორტული, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები და სხვ.

კვლევამ აჩვენა, რომ საანგარიშო პერიოდში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდნენ სახელმწიფო დაწესებულებებიც, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის, ენერგეტიკისა და სპორტის სამინისტროები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვ. 

IDFI-ში დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მთავრობის ფონდიდან დაფინანსება ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტის ცუდ დაგეგმარებას უკავშირდება. 


ყველა ახალი ამბავი
0