ოქროს ფასად: რატომ ანიჭებენ უპირატესობას რუსულენოვან ძიძებს საქართველოში

© Pixabay / StockSnapპატარა ბიჭუნა წიგნით
პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სულ უფრო მეტ ოჯახს ურჩევნია დატოვოს თავისი შვილი რუსულენოვან ძიძასთან, რათა პატარას ახალი ენის ათვისების შესაძლებლობა ჰქონდეს

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. შინამოსამსახურეების შერჩევის სააგენტოები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოში რუსულენოვან ძიძებზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი კანდიდატურის მოძებნა ყოველთვის ვერ ხერხდება.

ღვინიაშვილი: ჩემი შვილების ძიძებმა მაღაზია გაქურდეს >>

Sputnik-საქართველო“ შეეცადა დაედგინა, რამდენად მოთხოვნადია რუსული ენა საქართველოში და რამდენად ხშირად იყვანენ მშობლები რუსულენოვან ძიძებს, რათა ბავშვებმა პატარაობიდან აითვისონ ეს ენა.

ის, რომ დამსაქმებლები პირაპირ ნადირობენ რუსულენოვან ძიძებზე, თბილისის რამდენიმე მსხვილ სააგენტოში დაადასტურეს. მაგალითად, სააგენტო „გადიაში“ აცხადებენ, რომ შარშან რუსულენოვან ძიძებზე ნამდვილი ბუმი იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი შემცირდა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ეს ანაზღაურებას და რუსულენოვან კადრების უკმარისობას უკავშირდება.

თბილისის პარკი - Sputnik საქართველო
საქართველოში ძიძის მომსახურება გაძვირდა

„რთულია მოიძებნოს ისეთი კადრები, რომლებიც სრულფასოვნად ფლობენ რუსულ ენას. ბევრმა მშობელმა ვერ მიიღო სასურველი შედეგი რუსულენოვანი ძიძებისგან და აღარ აიყვანეს ისინი. ძიძები ამბობდნენ, რომ იციან რუსული ენა, მაგრამ მათ ბავშვებს დამახინჯებული რუსული ასწავლეს. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი ძიძების ხელფასი ორჯერ დიდია, ვიდრე ქართულენოვან კადრებს. მაგალითად, კარგი დიქციის მქონე რუსულენოვანი ძიძის შოვნა 600 ლარად თითქმის შეუძლებელია“, — განაცხადა სააგენტო „გადიას“ გენერალურმა დირექტორმა თამუნა ფარულავამ.

დღეისათვის ძიძის ხელფასი 450 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს.

„კარგად უხდიან ყველას, ვისაც კარგად დაყენებული რუსულია აქვს, და არა იმათ, ვინც ზოგან იცის ენა, ზოგან — არა. მოთხოვნა არის, მაგრამ კადრების სერიოზული უკმარისობა გვაქვს“, — განაცხადა ფარულავამ.

ბევრი ოჯახი მზადაა გადაიხადოს ძალიან კარგი თანხა, ოღონდ ძიძისგან მომსახურების სრული პაკეტი მიიღოს. გარდა იმისა, რომ ძიძა უნდა იყოს კეთილსინდისიერი, წესიერი, ის ასევე უნდა იყოს განათლებული, ინტელექტუალური, კარგი დიქციის და სასიამოვნო გარეგნობის მქონე.

საქართველოში შეიძლება ძიძების რეესტრი გაჩნდეს >>

„მოთხოვნები გაიზარდა. ბავშვი არამარტო კარგად ნაჭამი და სუფთა უნდა იყოს, არამედ ძიძასთან ერთად გონებრივად განვითარდეს. სამი-ოთხი წლის წინ ასეთი მაღალი მოთხოვნები არ ყოფილა. თუ ძიძა ვიზუალურად სასიამოვნოა, ინტელექტუალურად განვითარებული, განათლებული, კარგი რუსული და ქართული დიქციით, ის 1500-ლარიან სამსახურს იშოვის“, — აღნიშნა ფარულავამ.

სააგენტო Happyhome-ში დაადასტურეს, რომ რუსულენოვან ძიძებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მაგრამ შესაბამისი კადრების მოძებნა რთულია.

„ჩვენს სააგენტოში, მაგალითად, პირველ რიგში მოთხოვნა რუსულენოვან ძიძებზეა, შემდეგ უკვე ქართულენოვანებზე“, — განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ეკა გრძელიშვილმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გორის ვიცე-მერის სახლში ძარცვის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

სააგენტო Babysitter-ში ქართულენოვან და რუსულენოვან ძიძებზე ერთნაირი მოთხოვნაა. ინგლისურენოვან კადრებზე მოთხოვნა არც ისე მაღალია.

„ჩვენ რუსულენოვან ძიძებს მუდამ ვეძებთ. მათი მოძებნა იმიტომ არის ძნელი, რომ ისინი სწრაფად საქმდებიან და პრაქტიკულად არასდროს არიან თავისუფალი. ვინმეს დაჭერა ძალიან რთულია“, — განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ირმა წერეთელმა.

სააგენტო „მერი პოპინსში“ რუსულენოვან ძიძებზე სხვა სააგენტოებთან შედარებით არც ისე მაღალია. სააგენტოს კლიენტებს პირველ რიგში აინტერესებთ ძიძების პატიოსნება და შრომისმოყვარეობა, შემდეგ კი ენების ცოდნა.

„ხშირად ვერ ვაკმაყოფილებთ კლიენტის მოთხოვნას რუსულენოვან ძიძებთან დაკავშირებით. როდესაც მშობლები ვერ შოულობენ რუსულენოვან ძიძას, ქართულენოვანზე თანხმდებიან“, — განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ლელა გელაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0