ღვინიაშვილი: ჩემი შვილების ძიძებმა მაღაზია გაქურდეს

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი იხსენებს, როგორ გაქურდეს მისმა ძიძებმა რამდენიმე წლის წინ მაღაზია.
ღვინიაშვილი: ჩემი შვილების ძიძებმა მაღაზია გაქურდეს

„ძალიან ცუდი გამოცდილება მქონდა ძიძებთან დაკავშირებით. ინგლისში ცხოვრების პერიოდში ორი ქართველი ძიძა გვყავდა. მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე დღით წავედით დასასვენებლად და ბავშვები მათ დავუტოვეთ. სულ მალე გვირეკავს ჩვენი მეგობარი და გვეუბნება, რომ ჩვენი ძიძები ქურდობაზე დაიჭირეს. ბავშვები გამოიყენეს ამისთვის. საბავშვო ეტლში ჰქონდათ დამალული მოპარული ტანსაცმელი“, – ამბობს სალომე ღვინიაშვილი.

მისი განცხადებით, ინგლისში დაბრუნების შემდეგ ძიძების გასათავისუფლებლად ჯარიმა მათ გადაიხადეს, აუღეს ბილეთები და ორივე საქართველოში დააბრუნეს. თუმცა უფროს ქალიშვილს, რომელიც ამ დროს ორი წლის იყო, საკმაოდ დიდხანს ეშინოდა მაღაზიაში შესვლის და დაცვის თანამშრომლების, რადგან ძიძების დაკავება მის თვალწინ მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0