გორის ვიცე-მერის სახლში ძარცვის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-მ გორის ვიცე-მერის სახლიდან ოქროს ნაკეთობების გაუჩინარების საქმე გახსნა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტრო ირწმუნება, რომ  გორის ვიცე-მერის გოგი რაზმაძის სახლიდან ოქროს სამკაულები  ძიძამ მოიპარა, რომელიც ოჯახში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ხუთშაბათს მასმედიამ ყაჩაღური თავდასხმის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, რამდენიმე ნიღბიანი ბოროტმოქმედი შეიჭრა რაზმაძის სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ვიცე-მერის შვილები და ძიძა, რომელსაც თითქოსდა ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საავადმყოფოს დერეფრანი - Sputnik საქართველო
ორგანოების გადანერგვა: პაციენტების სიკვდილი და დირექტორის დაკავება

გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 წლის ძიძამ, რომელიც რაზმაძეების სახლში მუშაობდა, იქ შენახული ოქროს სამკაულების ნაწილი რამდენიმე თვის წინ თავად მოიპარა.

ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ მან საძინებელ ოთახში  მდგარი ტანსაცმლის კარადიდან  ჩანთა გადმოიღო, რომელშიც შენახული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო და ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება გაითამაშა, განაცხადეს შსს-ში.

ხუთშაბათს ძიძამ საძინებელ ოთახსა და ლოჯში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანსაცმელი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის შესანახი ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა. შემდეგ ის საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა.

სახლში დაბრუნებულ დიასახლისს ძიძამ უთხრა, თითქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ.

გორის ვიცე-მერის ოჯახი იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახებინა.  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო („ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა“), თუმცა, ამჟამად საქმის გადაკვალიფიცირება მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0