სარალიძესთან მოლაპარაკება დასრულდა: ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები

© Sputnik / Shota Nozadzeმრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე
მრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ, კვირას მონაწილეობა მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მიიღონ

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საპროტესტო აქციაზე, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამასთან, ზაზა სარალიძესთან მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციური სპექტრის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.

პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ მოუწოდა მოსახლეობას გამოვიდეს აქციაზე კვირას საღამოს 6 საათზე და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვოს.

ზაზა სარალიძე კარავში თანამოაზრეებთან ერთად (მარჯვნივ ზვიად კუპრავა) - Sputnik საქართველო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: კუპრავას დაკავება არ იგეგმება

„ხვალ 18:00 საათზე საქართველოს მოქალაქეებს, თანამემამულეებს, მოვუწოდებთ, რომ დადგეს ჩვენთან ერთად, რათა ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, რათა აღვასრულოთ სახელმწიფო სამართლიანობა, რათა ერთად დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც კლავს, რომელიც ანადგურებს და სპობს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც სპობს ქართულ სახელმწიფოს, მის სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ საფუძვლებს, ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამოქმედო გეგმა, რომელიც დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას უზრუნველყოფს.

„მე, პირადად და ჩვენ, არც ერთი, ამ ხელისუფლებას არ მივცემთ ამ ადამიანების დაჩაგვრის უფლებას და დღეის ამას იქეთ ეს ბრძოლა იწყება მთელი საქართველოს მაშტაბით, ვერთიანდებით ყველა იმისთვის, რომ ხელისუფლება უნდა დამთავრდეს და ის დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა დამთავრდეს“, — განაცხადა ვაშაძემ.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
სარალიძე პოლიტიკურ პარტიებს: მოდით და დამიდექით გვერდში

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მკვლელები და მათი მფარველები მკაცრად უნდა დაისაჯონ, თუმცა ძირითადი მოთხოვნა სისტემის შეცვლაში მდგომარეობს.

„მაგრამ ყველაზე მთავარი მოთხოვნა რაც იყო დაინგრეს სისტემაო, ხშირად გაგვიგონია, მაგრამ ამ ქვეყანაში სისტემა არის ერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებისგან. ხვალ, ექვს საათზე საინფორმაციო მიტინგი გაიმართება და მთელ ქვეყანას გავაცნობთ სამოქმედო გეგმას“, — განაცხადა ნიმა მელიამ.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
სარალიძე: არ ვიბრძვი იმისთვის რომ ეს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს

მისი თქმით, ხვალ ექვს საათზე საინფორმაციო მიტინგი გაიმართება. ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა მომხრეების მცირე ჯგუფთან ერთად ღამეს კარავში გაათენებენ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

 

ყველა ახალი ამბავი
0