საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: კუპრავას დაკავება არ იგეგმება

© Sputnik / Levan Avlabreliზაზა სარალიძე კარავში თანამოაზრეებთან ერთად (მარჯვნივ ზვიად კუპრავა)
ზაზა სარალიძე კარავში თანამოაზრეებთან ერთად (მარჯვნივ ზვიად კუპრავა) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები აღარ არიან, თუმცა რჩებიან მეგობრებად

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდა, განუცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს. 

„მათ ვერ გაარკვიეს თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ“, — აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებთან მივიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა მათ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და  თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება მისცემოდა ყველა მოქალაქეს პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ამასთან დაკავშირებით ზვიად კუპრავასთან მოხდა შეხლა-შემოხლა. დაპირისპირება პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
სარალიძე პოლიტიკურ პარტიებს: მოდით და დამიდექით გვერდში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა არ დაადასტურა ზაზა სარალიძის მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება.

„ამ ეტაპზე არ იგეგმება კუპრავას დაკავება და თუ ამის საჭიროება იქნება, ამას მომავალში თქვენ თვითონ ნახავთ“, —განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, მოხდა თუ არა დაპირისპირება კუპრავასა და სალარიძეს შორის.

„კარავიდან ხმაური გამოდიოდა. რამდენიმე ნასვამი პიროვნება იყო კარავში, რომლებსაც სჭირდებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჩვენ შევიყვანეთ ექიმები და შესაბამისის დახმარება აღმოუჩინეს ამ ადამიანებს“, — აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ის და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები აღარ არიან, თუმცა რჩებიან მეგობრებად. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შესაძლოა, რაიმე მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს ინფორმაცია ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან არ დაადასტურა. 

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში ექვსი მოწმე დაიკითხა

ზვიად კუპრავამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ  გამოვიდნენ აქციაზე და მათ მხარი დაუჭირონ. კვირას საღამოს 6 საათზე დაანონსებულია მასშტაბური აქცია.

პარალელურად ხვალ ვაკის პარკში იგეგმება აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პოლიტიკოსების გარეშე.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


ყველა ახალი ამბავი
0