სარალიძე პოლიტიკურ პარტიებს: მოდით და დამიდექით გვერდში

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციას უერთდებიან

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ოპოზციციური პარტიების წარმომადგენლები ზვიად კუპრავას ხელმძღვანელობით ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძესთან მოლაპარაკებებს მართავენ.

ცოტა ხნის წინ სარალიძემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დაუდგნენ მას. 

„ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ, დამიდექით გვერდით, არამარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს, ყველა შვილმოკლულ მამას, ყველა შვილმოკლულ დედას, გავერთიანდეთ მთელი ძალებით, დღეს კიდევ შეეცადა მთავრობა, რომ სულში ჩააფურთხოს მიცვალებულებს. ეს სისტემა აუცილებლად უნდა ჩამოიშალოს“, — განაცხადა სარალიძემ.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში ექვსი მოწმე დაიკითხა

მანამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ედპ-ს ოფისში შეიკრიბნენ. ზაზა სარალიძესთან მოლაპარაკებებს მართავენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, ედპ-ს, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლები — ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ნიკა მაჭუტუტაძე, ბაჩუკი ქარდავა.

გავრცელდა ზვიად კუპრავას შესაძლო დაკავების ინფორმაცია. კარავს, რომელშიც სარალიძე და პოლიტიკოსები იმყოფებიან, ცოცხალი ჯაჭვი იცავს. ადგილზე უამრავი ჟურნალისტი იმყოფება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


ყველა ახალი ამბავი
0