რომელ ობიექტებში ირღვევა თამბაქოს მოხმარების აკრძალვა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსიგარეტი საფერფლეში
სიგარეტი საფერფლეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ გააფრთხილა ის ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას არღვევენ

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ 500 ობიექტი შეამოწმა და დაადგინა, რომ ამ ობიექტების 8%-ში სიგარეტის მოწევის აკრძალვას არ იცავენ.

თამბაქოს მოხმარების აკრძალვა თეატრსა და კინოს შეეხო — მოწინააღმდეგეთა თვალსაზრისი >>

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, რომ დარღვევები დაფიქსირდა არამარტო რესტორნებსა და კაფე-ბარებში, არამედ ადმინისტრაციულ შენობებსა და თეატრებში. საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა 1 მაისს ამოქმედდა.

„აღმოჩნდა, რომ ამ ობიექტებიდან 92% იცავს კანონის მოთხოვნებს. 8%- ში დარღვევები დაფიქსირდა. შესაბამისი ოფიციალური მიმართვები ჩვენ უკვე გავაკეთეთ და ხელმეორე მონიტორინგის დროს, თუ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით კანონით განსაზღვრული ზომები მივიღოთ ანუ შესაბამისი უფლებამოსილი პირები გამოვიძახოთ”, — განაცხადა გიორგი ბახტურიძემ ღონისძიებაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე”.

გარევაჭრობა - Sputnik საქართველო
კანონი ამოქმედდა: თამბაქოს ღერებით ვეღარ შეიძენთ

ღონისძიება გაიმართა „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე” ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება.

„თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც, ნომერი პირველი მკვლელი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“, — განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების 31% მოდის სწორედ გულის სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე და საქართველოში მისი მაჩვენებელი ორმაგად დიდია — 69%. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და მაისის დასაწყისიდან ძალაში შევიდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯი. თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ამ კანონის აღსრულება, ჩემი აზრით, წარმატებულად მიდის. საზოგადოება საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ეს ყველაფერი“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო დღე
ჯანდაცვის მსოფლიო დღე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო დღე

 

ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: თბილისში თაღლითები მოქმედებენ >>

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0