ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: თბილისში თაღლითები მოქმედებენ

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშიმოწევის აკრძალვის ნიშანი
მოწევის აკრძალვის ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითებმა გადაწყვიტეს, საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. თბილისში მოქმედებენ თაღლითები, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების სახელით სხვადასხვა დაწესებულებას მიმართავენ და მოწევის ამკრძალავი ნიშნის მქონე სტიკერების ყიდვას მოითხოვენ, აცხადებენ უწყებაში.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. გამონაკლისია ღია ვერანდები, ბარებისა და რესტორნების ტერასები, ასევე საპატიმროები და ფსიქიატრიული კლინიკები.

„ნუ აჰყვებით მსგავს პროვოკაციას! აღნიშნული პირები თვითნებურად მოქმედებენ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან არავითარი კავშირი არ გააჩნიათ!“, – აღნიშნავენ ცენტრში. 

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თამბაქოს ამკრძალავი ნიშნების სტიკერების მიღება სრულიად უსასყიდლოდ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (ცენტრის მისამართი: მ. ასათიანის 9), ხოლო ამ ნიშნების ელექტრონული, ჩამოსატვირთი ვერსიები განთავსებულია ცენტრის ვებ-გვერდზე.


ყველა ახალი ამბავი
0