ანა ურუშაძე ევროპის გამოჩენილ ქალ-რეჟისორთა ათეულში მოხვდა

© FB / Scary motherკადრი ფილმიდან „საშიში დედა"
კადრი ფილმიდან „საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ევროპის 2018 წლის საუკეთესო რეჟისორი ქალების ათეულში მოხვდა. ეს რეჟისორები სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრებიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ურუშაძე ამ სიაში თავისი სადებიუტო ფილმის „საშიში დედა" წყალობით მოხვდა. ანა „ოსკარზე" ნომინირებული (ფილმი „მანდარინები") ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილია. მიუხედავად ასაკისა (ის 1990 წელს დაიბადა), ყველა კრიტიკოსმა და მაყურებელმა ერთხმად აღნიშნა რეჟისორის საინტერესო და ახლებური ხედვა ყველასთვის ცნობილ სტერეოტიპებზე.

კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „საშიში დედა“ – სამი საერთაშორისო ფესტივალი და სამი გამარჯვება

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ფილმი მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხება. მთავარ როლს ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალი (Тhe Sydney Film Festival) სიდნეიში 6-17 ივნისს გაიმართება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს სათამაშო, დოკუმენტურ, მოკლემეტრაჟიან, საოჯახო და ანიმაციურ ფილმებს. ფესტივალის ისტორია 1954 წლიდან იწყება.

ურუშაძე სიდნეიში გაემგზავრება ევროპული პროექტის „ქალის ხმა კინოში" ფარგლებში. პროექტი, რომელიც უკვე სამი წელია არსებობს, საერთაშორისო სარეკლამო ორგანიზაციის European Film Promotion მხარდაჭერით ხორციელდება.

European Film Promotion (EFP) — ესაა საერთაშორისო სარეკლამო ორგანიზაცია და ევროპული 38 წევრი ორგანიზაციის უნიკალური ქსელი.

სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე გასულ წელს მონაწილეობდა რუსუდან გლურჯიძე — რეჟისორი ფილმისა „სხვისი სახლი".

ყველა ახალი ამბავი
0