თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ ერთდროულად სამი საერთაშორისო კონკურსის ჯილდოებს მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
„საშიში დედა“ სან–გრანცისკოს ფესტივალზე Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად აღიარეს. კინოფესტივალი 1957 წელს დაარსდა და აშშ–ში ყველაზე ძველი მომედი კინოფესტივალია. Top Golden Gate Prize, ტრადიციულად, გზაფხულზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.
„ქართული ფილმი-აპოკალიფსი ტოკიოს ფესტივალის პროგრამაში მოხვდა“>>
ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარმა ასევე მიიღო კინოკრიტიკოსების ჯილდო FIPRESCI Prize ევროპული კინოს ფესტივალზე Lecce European Film Festival იტალიაში, რომელიც 9–14 აპრილს ჩატარდა. ფესტივალი ქალაქ ლეჩეში 2000 წლიდან იმართება.
მესამე ჯილდოა საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო ფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan 2018 (ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალი ტეტუანში), რომელიც მაროკოში 24–31 მარტს გაიმართა. რიგით 24–ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სულ 70–ზე მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი.
„საშიში დედა" – „ოსკარზე" წარდგენილი (ფილმი „მანდარინები") ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილის სადებიუტო ნამუშევარია. მიუხედავად რეჟისორის ახალგაზრდა ასაკისა, კრიტიკოსებმა და მაყურებელმა ერთხმად აღნიშნეს ანას საინტერესო და ახლებური ხედვა ყველასთვის ცნობილ ქართული სუფრის სტერეოტიპებზე.
„ფილმი „მზის გოგონები“ კანის ფესტივალის პრიზისთვის იბრძოლებს“>>
დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს.