12:40 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
კანის 66-ე კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო

ფილმი „მზის გოგონები“ კანის ფესტივალის პრიზისთვის იბრძოლებს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (54)
18610

საქართველოს, საფრანგეთის და ბელგიის კოპროდუქციის ფილმი ქურთისტანის მკვიდრ ქალზე მოგვითხრობს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს, საფრანგეთის და ბელგიის ერთობლივი პროექტი, ფილმი „მზის გოგონები“ (Girls on the Sun) კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფილმის რეჟისორი ევა ჰასსონი ოქროს პალმის რტოზე იბრძოლებს.

ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი პროექტის, Film In Georgia-ს ფარგლებში გადაიღეს.

„მზის გოგონები“ — მხატვრული ფილმია, რომლის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება. ის ორ სხვადასხვა გოგონაზე მოგვითხრობს. ბაჰარი — ქურთისტანის ქალთა ბატალიონ „მზის გოგონების“ მეთაურია, მატილდა — ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც ქურთისტანში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ფილმი საქართველოშია გადაღებული. ქურთისტანის სპეციფიკური რელიეფის გამო ძირითადი სცენების გადაღება ვიზუალურად მსგავს ახალციხესა და რუსთავში გადაწყდა. „მზის გოგონები“ — ქართული პროდიუსერული კომპანია 20 Steps Productions-ის ნამუშევარია.

ქართული კინო ლონდონში: ბრიტანელები კლასიკასა და სიახლეებს გაეცნობიან >>

კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 8-19 მაისს გაიმართება.

თემები:
ქართული კინო (54)

მთავარი თემები