თბილისი, 11 აპრილი— Sputnik. ქართველ მაყურებელს ამ კვირაში ელოდება ფილმ „ჩუმი სახლის“ საპრემიერო ჩვენება, ფილმის რეჟისორია ჯონ კრასინსკი, რომელმაც ემილი ბლანტთან და მილი სიმონდსთან ერთად ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
ფილმის ნახვა შესაძლებელია ხუთშაბათიდან, 12 აპრილიდან, კინოთეატრებში — „რუსთაველი“ (20:00, 21:50), Cavea East Point (17:30, 20:00, 22:15), Cavea Galleria (17:30, 19:45, 22:30), Cavea Tbilisi Mall (19:30, 22:00).
ცოლ-ქმარი ორ შვილთან ერთად ქალაქისგან მოშორებულ ფერმაზე ცხოვრობს. თითქოსდა, ამ ადამიანების ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა მსგავსი ოჯახების ცხოვრებისგან, მაგრამ ისინი ცხოვრობენ ისეთ ადგილას, რომელიც სავსეა საშინელი მონსტრებით, რომლებიც ნებისმიერ ხმაზე რეაგირებენ. ოჯახმა შეისწავლა სპეციალური ჟესტების ენა, რომლის წყალობით ისინი ერთმანეთთან ისე ურთიერთობენ, რომ კრინტსაც არ ძრავენ. თანაც, ოჯახის თითოეული წევრი ძალიან ჩუმად უნდა გადაადგილდებოდეს, რათა საშიშმა არსებებმა ვერ გაიგონ. მაგრამ სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, ვერანაირად ვერ იქნება ყველაზე ჩუმი ადგილი დედამიწაზე.
ფილმის გადაღება ძირითადად მიმდინარეობდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ პაულინგში.