პრეზიდენტი: ორმაგი მოქალაქეობა უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების წინადადებით გამოდის.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თხოვნით მიმართა პარლამენტს, დააჩქაროს ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც დიასპორის წარმომადგენლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურებს გაამარტივებს.

კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" დაგეგმილ ცვლილებებზე სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა დიასპორის ღია ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის". ფორუმმა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის 300-მდე წარმომადგენელი შეკრიბა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საკანონმდებლო ორგანოში თანამემამულეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

„თუ იქნება, ასე ვთქვათ, უფრო ლიბერალური მიდგომა ამ საკითხისადმი და თქვენი ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე პროცედურები არ იქნება იმ რთული პროცესით გასატარებელი, რომელიც ახლა არის განსაზღვრული, ჩემთვის ეს იქნება მხოლოდ სასიხარულო და მე მხარს დავუჭერდი და მივესალმები რაც შეიძლება სწრაფად ამ კანონის მიღებას", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ორმაგი მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ

ქართული კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს პრეზიდენტი წყვეტს. ამაში მას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან არსებული მოქალაქეობის საკითხების კომისია ეხმარება. ამასთან ერთად სახელმწიფოს მეთაურს ამა თუ იმ ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭება კომისიის გვერდის ავლითაც შეუძლია.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ჩვეულებრივი წესით — თუ უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ქვეყანაში ქონება აქვს.

მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია გამარტივებული წესით. ეს ეხება მათ, ვინც ქორწინდება საქართველოს მოქალაქესთან და ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობს.

გარდა ამისა, შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა (როდესაც ადამიანმა თავის ნებით უარი თქვა მოქალაქეობაზე და შემდეგ აღადგენს ამ მოქალაქეობას). არის ასევე მოქალაქეობის მიღების სპეციალური საშუალება. ეს ეხება მათ, ვინც საქართველოში დაიბადა, მაგრამ შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, მოქალაქეობა დაკარგა.

„საქართველოში გვარის შეცვლა კანონით მკაცრდება">>

მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეობის საკითხებში კომისიის რეკომენდაციებით იღებს. კომისია იღებს უცხოეთის მოქალაქეების განაცხადებს და შერჩევის შემთხვევაში ხელმოწერისთვის პრეზიდენტს უგზავნის.

ყველა ახალი ამბავი
0