ისტორიული დღე: მსოფლიო ლიდერებმა საქართველოს თბილისიდან მიულოცეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსახელმწიფოს მეთაურთა დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმზე
სახელმწიფოს მეთაურთა დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე ევროპული და მეზობელი ქვეყნის პირველი პირი საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ექვსი ქვეყნის და ევროკომისიის მეთაურები, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრმა თბილისის ცენტრში ქართველ ხალხს მთავარი ეროვნული დღესასწაული მიულოცეს.

საქართველო 26 მაისს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დღესასწაულს — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს აღნიშნავს.

ზეიმის ყველაზე მრავალფეროვანი პროგრამა თბილისშია დაგეგმილი. ძირითადი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე იმართება, სადაც ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია უკვე გაიმართა.

ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
პირდაპირი ჩართვა: ვაკის პარკში „ბაქსვუდელმა" მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს

„თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო. გილოცავთ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენ თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩენ სამშობლოს შესწირეს“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობა აღნიშნა.

„ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული — 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს… ვულოცავ ამ შესანიშნავ დღესასწაულს მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევანდელებს“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
ქართველმა წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელმაც ქვეყნის პროგრესი აღნიშნა.

„დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი მთელი ევროპული საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა, საქართველოს და მის ხალხს კი აქვს ამბიცია, რომ ეს სვლა გააგრძელოს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, თქვენ მიაღწიეთ ამას“, — განაცხადა იუნკერმა.

© Sputnik / Alexander Imedashviliახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია
Церемония принесения присяги новобранцами на площади Свободы в День независимости - Sputnik საქართველო
ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი, საქართველოს მსგავსად, წელს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.

„ძვირფასო დებო და ძმებო, საქართველოს მოქალაქენო, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენს შორის ვიყო დღეს, ამ შესანიშნავ დღეს, ამ დღესასწაულის დროს. ორი ერი — ქართველები და სომხები ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი, ქართველები და სომხები არა მხოლოდ 100 წლის მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ათასობით წლოვანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც საერთო გვაქვს. ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით“, — განაცხადა სარქისიანმა.

მან საქართველოს მოქალაქეებს სომხურ და ქართულ ენებზე მიულოცა.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ სახელმწიფოს მნიშვნელოვან საფუძვლებზე ისაუბრა.

ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს თბილისში - Sputnik საქართველო
გამოქვეყნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების პროგრამა

„ფინეთისა და ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი.  ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია — თავისუფლება, თანასწორობა, განათლება, იმისათვის, რომ დინამიური, სიცოცხლით სავსე საზოგადოება ავაგოთ“, — განაცხადა ნიინისტემ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიულოცა.

„გამარჯობა, საქართველო. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან, ჩვენ თქვენს ქვეყანას — საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება, საქართველოს!“, — განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

ქართულ ენაზე მილოცვის ტრადიცია არ დაურღვევია სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს შორის ყოფნა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ ამაყად დგახართ ევროპელი ერების გვერდით. თქვენ ხართ შრომისმოყვარე, მებრძოლი ადამიანები. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო ჩვენ, თქვენს გვერდით ვართ“, — განაცხადა კისკამ.

საქართველოს მოსახლეობას ასევე მიმართეს პოლონეთს პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და ლატვიის ლიდერმა რაიმონდს ვეიონისმა, რომლებმაც ქვეყანას ეს ისტორიული დღე მიულოცეს.

სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას მრგვალ მაგიდაში „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის — მომავალი ასწლეულის სტრატეგია“, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

მაღალი რანგის სტუმრები ასი წლის წინანდელი მოვლენების თეატრალიზებულ ინსცენირებას დაესწრებიან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, აგრეთვე მოუსმენენ კონცერტს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.


ყველა ახალი ამბავი
0