აქციაზე, რომლის მიზანი რვა წლის ბექა ფიფიასათვის სამკურნალო თანხის შეგროვება იყო, მისმა მეგობრებმა და თანაკლასელებმა გასაყიდად საკუთარი ხელნაკეთი ნივთები და წიგნები გამოიტანეს
ბექა ფიფია საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდი — თბილისის მეორე კლასის მოსწავლეა. ერთი თვის წინ ბექას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების მკურნალობა 350 ათასი დოლარი ჯდება. ბექას და-ძმამ, კლასელებმა და მეგობრებმა გადაწყვიტეს თავადაც დაეხმარონ უფროსებს ბექას სამკურნალო თანხის შეგროვებაში.