თბილისში 500-ზე მეტი მეწყერსაშიში ადგილია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წლის განმავლობაში გეოლოგიური საფრთხეების რუკას შეადგენენ

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ექსპერტების მტკიცებით, თბილისის თითქმის ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის ან მეწყრის რისკის შემცველია, თუმცა, გეოლოგიურად საშიშ ადგილებში სამშენებლო სამუშაოები კვლავ გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საბურთალოზე - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა თბილისს კატასტროფა და მშენებლობის წესების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი

გეოლოგები მშენებლობისთვის ნებართვის გაცემის წესი გამკაცრებას მოითხოვენ. კომპანიების უმეტესობა პროექტების განხორციელებისას საბჭოთა პერიოდის დროინდელი გეოლოგიური დასკვნებით ხელმძღვანელობს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

„მშენებელთა ლიგაში" აღნიშნავენ, რომ სამშენებლო პროცესის დაწყებამდე მიწის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა არ ხდება, რაც მომავალში დედაქალაქსა და მის მცხოვრებლებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობები, შესაძლოა, სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს>>>

დაახლოებით 1 წელში შეიქმნება გეოლოგიური საფრთხეების ზონების რუკა, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა. მსგავსი კვლევა ქვეყანაში პირველად ტარდება.

ამ ეტაპზე შესწავლილია თბილისის ტერიტორია, შემოერთებული სოფლების ჩათვლით. ჩატარებულმა სამუშაოების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს დედაქალაქში მეწყრული ადგილები 500-ს აჭარბებს.

„თბილისის მთელ ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. მომავალი წლის მაისისთვის მზად იქნება გეოლოგიური ანგარიში შესაბამისი რუკით, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები, გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე — მაღალი, საშუალო, დაბალი და უსაფრთხო ტერიტორიები. საველე კვლევები დღესაც მიმდინარეობს", — განაცხადა გაფრინაშვილმა.

ადრე ქართველმა სეისმოლოგებმა არაერთხელ განაცხადეს საფრთხეების შესახებ. მათი განცხადებით, თბილისში ახალმშენებლობების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0