სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობები, შესაძლოა, სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დაახლოებით 60% 8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები, შესაძლოა, სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

 ამჟამად მოქმედი კრიტერიუმების მიხედვით,  თბილისში მიწისძვრის 8–ბალიანი ზონაა დადგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მაღალ თუ დაბალსართულიანი ნაგებობის მშენებლობისას პროექტში 8–ბალიანი სეისმომდგრადობა უნდა იყოს გათვალისწინებული.

დედაქალაქის მერის  განცხადებით, პრობლემურ შენობა-ნაგებობებს, შესაძლოა, დემონტაჟი ჩაუტარდეს. 

ახალი მშენებლობები საბურთალოს რაიონში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

„უკვე აშენებული სახელმწიფო შენობები შესაძლებელია გადავამოწმოთ. შეგვიძლია ამის დაგეგმვა, თუ არსებობს პრობლემური შენობა-ნაგებობები, იქ მოვიქცევით ისე, როგორც ბაღების შემთხვევაში მოვიქეცით, სახელმწიფო საკუთრებებს ვგულისხმობ, კერძო საკუთრებებს ჩვენ ვერ ვეხებით", – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება დაგეგმილ მშენებლობებს, თბილისის მერის განცხადებით, კომპანიამ ყველანაირი დასკვნა  მშენებლობის ნებართვის მიღების დროს უნდა წარადგინოს.

საქართველოში მშენებლობები სეისმომდგრადობაზე არ მოწმდება. სპეციალისტები, მათ შორის, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, აცხადებენ,  რომ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. 

უწყება, რომელსაც სეისმურ უსაფრთხოებაზე კონტროლი ევალება, ქვეყანაში არ არსებობს. დაახლოებით რამდენ ბალს გაუძლებს შენობა, სპეციალისტებს პასუხი არ აქვთ. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დაახლოებით 60%  8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს.


ყველა ახალი ამბავი
0