თამარ ხულორდავა: საქართველომ რუსეთთან კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს

გამოწერა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის განსაკუთრებით აღნიშნა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს არსებული კომუნიკაციის არხები რუსეთთან, რადგან ისინი ორმხრივი ურთიერთობების საკითხის წინ წაწევის შესაძლებლობას იძლევიან, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებას „ადეკვატური ზომებით" უპასუხებს>>>

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
წარმატებული მოლაპარაკება: მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს გადაეცემა

"ჩვენ საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმი გვაქვს, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის სახით არსებობს. არსებობს ასევე პირდაპირი მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი – აბაშიძე–კარასინის ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ თემებზე მიძღვნილი არ არის და კონკრეტული სფეროებითაა შემოფარგლული… ის, მეტ-ნაკლებად, თავის როლს მაინც ასრულებს და მას კონკრეტული შედეგები აქვს", – განაცხადა ხულორდავამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა აბაშიძე–კარასინის ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობა, რათა მეტი შედეგი იქნას მიღებული.

"მოლაპარაკებების მოცემულ არხს მაინც იმედის თვალით უნდა ვუყურებდეთ, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შეიძლება არცთუ სწრაფად და აქტიურად, მაგრამ მაინც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხი წინ წავიყვანოთ", — განაცხადა ხულორდავამ და დასძინა, რომ რუსეთი "არაპროგნოზირებადი პარტნიორია".

ამასთან იგი მიესალმება რუსეთის მხრიდან შვეიცარიულ კომპანია SGS-თან (Société Générale de Surveillance SA) საბაჟო ადმინისტრირების და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებზე 2011 წელს საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის ხელმოწერას. ქართულმა მხარემ ანალოგიურ დოკუმენტს ხელი 2017 წლის დეკემბერში მოაწერა.

კარასინი: რუს ტურისტებს შორის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება>>>

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როდესაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, SGS-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას რუსეთში თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის გავლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო-გამშვები პუნქტ "ყაზბეგი–ზემო ლარსის" გზაზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება.

აღნიშნული შეთანხმება იყო განხილვის მთავარი თემა აბაშიძე–კარასინის ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე. მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ საქართველოს გადმოსცემენ მოსკოვში მდებარე საქართველოს საელჩოს ყოფილ შენობას. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას საქართველოც მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0