წარმატებული მოლაპარაკება: მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს გადაეცემა

© photo: Sputnik / Alexander Polyakov / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა მოსკოვში
საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, დადებითად გადაწყდა მოსკოვში საქართველოს საელჩოს შენობის საქართველოს კუთვნილებაში გადაცემის საკითხი

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის დღეს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში მდებარე საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა, იუწყება ტელეარხი „იმედი“ 1tv-ზე დაყრდნობით. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე – კარასინთან შეხვედრის მოლოდინებზე

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე 1tv-ს ზურაბ აბაშიძემ მოსკოვში განუცხადა. 

„მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, დადებითად გადაწყდა მოსკოვში ჩვენი საელჩოს შენობის საქართველოსათვის კუთვნილებაში გადაცემის საკითხი…  ჩვენმა საგარეო უწყებამ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა ამ საკითხზე მუშაობა, რაც მისასალმებელია", — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეების გამოძიებასა და 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0