კარასინი: რუს ტურისტებს შორის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება

© Sputnik / Levan Avlabreliტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესამედით გაიზარდა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველო რუსი ტურისტებისთვის ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის პრაღაში მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა.

ბათუმში მოიღრუბლა - Sputnik საქართველო
ზაფხული იწყება აქ - როდის და როგორ გაიხსნება აჭარაში ტურისტული სეზონი

„პირველ კვარტალში საქართველო 357 ათასმა რუსმა მოინახულა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე მესამედით მეტია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მოგზაურობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის სეზონზე მოდის, მთლიანობაში წელს, გასულ წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში 1,4 მილიონი რუსი იმყოფებოდა, ტურისტების საერთო რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი", — განაცხადა კარასინმა.

ერთადერთი, რაც საწყენია, დასძინა კარასინმა, არის ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი უცვლელი რჩება. ის გარკვეულწილად რუსებისთვის ერთგვარი რისკია, რამდენადაც ზღუდავს მათ უფლებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ადრე აფხაზეთში იმყოფებოდნენ.

„ამის შესახებ ბატონ აბაშიძესთან დღევანდელ შეხვედრაზეც იყო საუბარი", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კარასინის სიტყვებით, პრაღაში მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0