თბილისი, 25 მაისი — Sputnik. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ და შპს „ბათუმის საზღვაო პორტის“ ხელმძღვანელობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლების დაჯილდოების ტრადიციული საქველმოქმედო აქცია გამართა.
ბათუმის საზღვაო აკადემია ნავთობტერმინალისთვის პერსონალს მოამზადებს >>
დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან შეხვედრით დაიწყო. „აჭარის რესპუბლიკის ომის, შრომის და შეიარაღებული ძალების გაერთიანებაში“ ამ რეგიონში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის 24 ვეტერანი და მონაწილის 12 ქვრივია დარეგისტრირებული.
ჯილდოების გარდა, ქვეყნის გმირებმა ფინანსური დახმარება და ტკბილეულობით სავსე კალათები მიიღეს.
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ და „ბათუმის საზღვაო პორტის“ ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა ვეტერანებს მათი გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და სულის სიმტკიცე უსურვეს. ცოცხალი ურთიერთობისა და საზეიმო განწყობის წყალობით შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.