გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მარკები გამოუშვა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს დროშა
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებლობის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილ კოლექციაში ათი სხვადასხვა მარკა შედის

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა საკოლექციო მარკების პრეზენტაცია, რომელიც რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" თემატიკას ეძღვნება, აღნიშნულია ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში სოციალურ ქსელ Facebook-ში.

გაეროს საფოსტო ადმინისტრაციამ მარკების სპეციალური სერიის გამოშვება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 და რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიუძღვნა.. გაერომ პირველად გამოუშვა საფოსტო მარკები, რომელიც შუასაუკუნეების მოღვაწის შემოქმედებას ეძღვნება.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან

თითოეული მარკა ორი ნაწილისგან შედგება. მარცხენა ნაწილში მოცემულია გაეროს ემბლემა. ზედა მარჯვენა კუთხეში — ფასი — 80 ცენტრი, ასევე გამოშვების თარიღი — 2018 წელი. მარკის მარჯვენა ნაწილი ირაკლი თოიძის „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციას უკავია. სულ კოლექციაში 10 სხვადასხვა მარკაა, მათ შორის რუსთაველის გამოსახულებით.

პრეზენტაციის დასაწყისში შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე. სტუმრებს ასევე მიმართეს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკმა, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე კრისტიან სანდერსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა კონცერტი, რომელზეც გამოვიდნენ ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე და ანსამბლი „ბასიანი".

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

გაეროს საფოსტო ადმინისტრაცია ერთადერთი უწყებაა, რომელიც სამ სხვადასხვა ვალუტაში (აშშ დოლარი, შვეიცარიული ფრანკი და ევრო) დენომინირებულ მარკებს უშვებს. ამ მარკების გამოყენება შესაძლებელია გაეროს დაწესებულებიდან ნიუ-იორკში, ჟენევასა და ვენაში ფოსტის გაგზავნისას.

გაერო უშვებს როგორც სტანდარტულ, ისე სამახსოვრო საფოსტო მარკებს. როგორც წესი, ყოველწლიურად ნიუ-იორკში, ჟენევასა და ვენაში ერთდროულად უშვებენ მარკების ექვს სერიას, რომლებიც წლის განმავლობაში იყიდება.

მარკების მაკეტები იმგვარად იქმნება, რომ წარმოდგენილი იყოს გაეროსა და მასში შემავალი ორგანიზაციების მთელი სისტემის მიზნები და მიღწევები. მარკების თემატიკა გლობალური საკითხებისა და პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს. ამ ფაქტორის, ასევე ტიპოგრაფიული ხარისხისა და დაცულობის ხარისხის წყალობით, გაეროს მარკები ფი;ლატელისტებს შორის დიდად პოპულარულია.

ყველა ახალი ამბავი
0