რაში დაგეხმარებათ ქვეითი პატრული

გამოწერა
ზაფხულის სეზონის გააქტიურების პარალელურად ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი 60 ეკიპაჟამდე გაიზრდება.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისის ისტორიულ და პოპულარულ უბნებში საქართველოს მოქალაქეებისა და დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას დღეიდან ქვეითი პატრული უზრუნველყოფს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ქვეითი პატრულის ამოქმედებას შეეხებოდა, 18 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გიოირგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: მე ვიხდი ბოდიშს...

„თბილისის ქუჩებში, ტურისტულ ცენტრში გამოჩნდება ქვეითი პატრული, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, არამედ ქალაქში სტუმრების უსაფრთხოებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი პატრულის განახლებისა და რეფორმირების მიმართულებით", — განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს ქვეითი პატრულის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი ქვეითი პატრულ-ინსპექტორები პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში განახორციელებენ დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც ძირითადად გასართობი ინფრასტრუქტურა და ტურისტული ზონაა განთავსებული. კერძოდ, შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
თბილისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

გახარიას განმარტებით, საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ლოკაციებზე ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდება, ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან მათი გადამისამართება.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ქვეითი პატრულ-ინსპექტორების 10 ჯგუფი იმუშავებს. მოგვიანებით კი, ზაფხულის სეზონის გააქტიურების პარალელურად, სამინისტრო ე.წ. „ტურისტული პატრულის" რაოდენობის გაზრდას გეგმავს. კერძოდ, გახარიას განცხადებით, ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი 60 ეკიპაჟამდე გაიზრდება.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი სეგმენტია. გასულ წელს იმ ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც ქვეყანაში 24 და მეტი საათი დაჰყვეს, 3 478,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2017 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან მთლიანობაში 2,8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0