თბილისში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

© Sputnik / STRINGERპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლადგახსნილი ცენტრი უცხოელი პოლიციის ატაშეებმა და საელჩოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს თბილისში უცხო ქვეყნების პოლიციის ატაშეები და საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 1 მაისიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა.

მომავალში თბილისის გარდა, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ამოქმედდება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციამ ახალი სამხრე ვიდეოკამერები მიიღო

„ჩვენთან სტუმრად იყვნენ ჩენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, იაპონიის, უკრაინის საპოლიციო ატაშეები და საელჩოების წარმომადგენლები, რომლებსაც გავაცანით საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფცია და მისი დანიშნულება. პირველ ფაზაში თბილისში მიეწოდება საპოლიციო სერვისები ჩვენს მოსახლეობას და კერძო სექტორს. მაგრამ ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ ცენტრის კონცეფცია ასევე გავავრცელოთ საქართველოს სხვა რეგიონებში“, — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა, შსს-ს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა.

უწყების ინფორმაციით, ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში მოქალაქეთა მომსახურება „ერთი სარკმლის“ პრინციპით წარმოებს.

შსს-ს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ კოორდინაცია გაუმჯობესდება

ცენტრში შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა, სულ 50-მდე საპოლიციო სერვისი.

სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

ყველა ახალი ამბავი
0