პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის 35 ათასი ადგილი კვლავ თავისუფალია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგისტრაციისთვის ქვეყნის მასშტაბით 2085 სკოლაში სულ 75 ათასი ადგილია გამოყოფილი.

თბილისი,  9 მაისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 მაისს დაიწყო  და 15 ათასზე მეტი მოსწავლე უკვე დარეგისტრირდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პირველკლასელთა რეგისტრაცია საქართველოს საჯარო სკოლებში სამ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10-27 აპრილის პერიოდში განხორციელდა და ხელმისაწვდომი იყო იმ ბავშვებისთვის, რომელთა და-ძმაც იმ სკოლაში სწავლობს; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.  

სასწავლო წლის დაწყება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - Sputnik საქართველო
ცვლილებები პირველკლასელებისთვის – სამინისტრო ორდღიან დათმობაზე წავიდა

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, რომელიც 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, იმ ბავშვების საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია მოხდება, რომლებსაც სასწავლო წლის დასაწყისისთვის ექვსი წელი უსრულდება. მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი კი 2–17 ივლისის პერიოდში განხორციელდება და უშუალოდ იმ სკოლებში ჩატარდება, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლებში საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ–გვერდზე (registration.emis.ge) ხორციელდება.

მოსწავლისა და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა, რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირველკლასელს ინდივიდუალური კოდი მიენიჭება, რომელიც ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვისაა მნიშვნელოვანი.

უწყების ცნობით,  რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ბავშვს არეგისტრირებს. 

პირველკლასელები - Sputnik საქართველო
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება, შესაბამისად, წელს პირველ კლასში შესვლას 2012 წლის 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.

სკოლაში სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით), ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი ან სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭებას ადასტურებს. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

გამოცხადებული რეგისტრაცია არ ეხება კერძო სკოლებს, საუბარია მხოლოდ იმ სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც სწავლა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. 

ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის 2085 სკოლაში სულ 75 ათასი ადგილია გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0