ცვლილებები პირველკლასელებისთვის – სამინისტრო ორდღიან დათმობაზე წავიდა

© photo: Sputnik / Stringerსასწავლო წლის დაწყება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში
სასწავლო წლის დაწყება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონის მიხედვით, პირველ კლასში იღებენ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებათ, მაგრამ რადგან სასწავლო წელი წელს 17 სექტემბერს იწყება, მათთვის გამონაკლისი დაუშვეს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ახალ სასწავლო წელს პირველ კლასში ისწავლიან ის ბავშვებიც, რომელთაც ექვსი წელი 16-17 სექტებერს შეუსრულდებათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით.

საქართველოს კანონმდებლობით, პირველ კლასში იღებენ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 15 სექტემბრამდე — სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებათ. სამინისტროში გაითვალისწინეს, რომ წელს სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება (15 სექტემბერი შაბათია) და გამონაკლისი დაუშვეს.

პირველკლასელების რეგისტრაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მისი გამოცხადების შემდეგ რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება ვებ-გვერდზე.

აუდიტორია - Sputnik საქართველო
საქართველოში საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

კანონი, რომლის მიხედვით პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებენ, რომელთაც ექვსი წელი შეუსრულდათ, ბევრი მშობლის აღშფოთებას იწვევს. ისინი ამტკიცებენ, რომ ირღვევა 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვების უფლებები და ისინი ერთ წელს ტყუილუბრალოდ კარგავენ.

2010 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სკოლაში ბავშვებს ხუთი წლიდან იღებდნენ. ეს ინიციატივა მშობლებმა დადებითად შეაფასეს სწავლის 12-წლიან სისტემაზე გადასვლის გათვალისწინებით. 2012 წელს 5 და 6 წლის პირველკლასელების რაოდენობა, პრაქტიკულად, გათანაბრდა.

პირველ კლასში ექვსი წლის ბავშვების მიღება 2014 წლიდან დაიწყო. ფსიქოლოგების აზრით, მცდარია მშობლების შეხედულება, რომ თუ ბავშვმა კითხვა და წერა იცის, უკვე მზადაა სკოლაში წასასვლელად. სასწავლო დატვირთვის გაზრდასთან ერთად ბავშვი მეტ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გრძნობს, რაც უფრო მწვავედ უფროს კლასებში გამოვლინდება.

ყველა ახალი ამბავი
0