დედაქალაქის ქუჩებში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდა

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე ახალ ელექტროავტობუსში
კახა კალაძე ახალ ელექტროავტობუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტროავტობუსების ქარხნის ამუშავების შემდეგ კომპანია „ფრეგობასი" 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დღეს თბილისში ახალი ელექტროავტობუსი გამოჩნდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმუშავებს, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტესტირების პროცესის მიზანი ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით.

„დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით", — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც კომპანია „ფრეგობასის" ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი - Sputnik საქართველო
EIB საქართველოს ელექტროავტობუსების წარმოების აწყობას სთავაზობს

კალაძის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში მერია ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოიყვანს.

ამას გარდა თბილისში იგეგმება ელექტროავტობუსების ქარხნის აშენება.

თბილისში ელექტროავტობუსების შემოყვანასა და ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერი კახა კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ საუბრობდა.

მერიის ინფორმაციით, ელექროავტობუსების ქარხნის გახსნას თბილისში კომპანია „ფრეგობასი" გერმანულ კომპანია EURABUS-თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად გეგმავს.

„ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია", — ნათქვამია განცხადებაში.

„ვინ იყიდის საქართველოში აწყობილ ელექტროავტობუსს">>

კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0