EIB საქართველოს ელექტროავტობუსების წარმოების აწყობას სთავაზობს

© photo: courtesy of Miranda Oganezovaევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საინვესტიციო ბანკი თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში პარტნიორობას აპირებს

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) შესთავაზა საქართველოს ელექტროავტობუსების წარმოების შექმნა, განაცხადა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დელეგაციის ვიზიტი მიეძღვნა EIB-ს 60 წლის იუბილეს და საქართველოსთან ბანკის თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს.

თბილისის ქუჩებში მალე ელექტროავტობუსი გამოჩნდება >>

„ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სწრაფად განვითარებად სახეობაზე გადასვლის საკითხის განხილვისას პრემიერმა გვითხრა, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზება შეიძლება არამარტო თბილისში, ელექტროავტობუსები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც შეიძლება შევიდეს. მაშინ მე შევთავაზე, თუ ასეთი დიდი მოთხოვნაა, რა საჭიროა მათი შემოყვანა, როდესაც ავტობუსების საკუთარი წარმოების აწყობა არის შესაძლებელი“, — განუცხადა ჰუდაკმა „Sputnik-საქართველოს“.

© photo: courtesy of Miranda Oganezovaევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი
Вице-президент Европейского инвестиционного банка (EIB) Вазил Худак - Sputnik საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი

მისი თქმით, ეს იდეა ყველას მოეწონა და EIB-ში ამ ინიციატივის განხილვას და მხარდაჭერას გეგმავენ.

„ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომლებიც სატრანსპორტო დარგის მოდერნიზებას ეხება, რომლებშიც EIB დედაქალაქის პარტნიორი შეიძლება გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ ქალაქში დადიან მარშრუტკები, და ქალაქის მერს მათი ჩანაცვლება ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო ტრანსპორტით სურს“, — აღნიშნა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კახა კალაძეს შესწევს უნარი დინამიურად განავითაროს დედაქალაქი, ის კარგი სიტი-მენეჯერია და მას დიდი და ამბიციური გეგმები აქვს.

© photo: courtesy of EIBევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე
Премьер Грузии  Георгий Квирикашвили, вице-президент Европейского инвестиционного банка (EIB) Вазил Худак и мэр Тбилиси Каха Каладзе - Sputnik საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა თანამშრომლობის სფეროში პოტენციალის გაზრდის საკითხები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„პრემიერი ძალიან არის დაინტერესებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების წარმატებული დასრულებით, რათა ქვეყანა „აბრეშუმის გზის“ შუაგული გახდეს. ძირითადი დერეფნების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტესს რომ საქართველო — მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით“, — განაცხადა ჰუდაკმა.

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი: თანხები უფრო ეფექტურად უნდა დაიხარჯოს >>

მან შეახსენა, რომ 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განსაკუთრებით ცენტრალური მაგისტრალების, EIB-ს მხრიდან 200 მილიონი ევროთი დაფინანსდება.

„ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკის საკითხები, ვისაუბრეთ ჰესების მშენებლობისას აღმოჩენილ მხარდაჭერაზე… საუბარი იყო ასევე ელექტროგადამცემი ქსელის მოდერნიზაციის დიდ პროგრამაზე. განვიხილეთ სხვა მიმართულებები, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა“, — განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

© photo: courtesy of EIBევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
Премьер Грузии Георгий Квирикашвили и вице-президент Европейского инвестиционного банка (EIB) Вазил Худак - Sputnik საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

სამშაბათს ვაზილ ჰუდაკი გაემგზავრა რეგიონში, სადაც პირადად გაეცნო წყნეთი-ბეთანიის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 200 მლნ ევროს გამოუყოფს >>

საქართველოსთან ათწლიანი თანამშრომლობის პერიოდში ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქვეყანას 1,2 მილიარდი დოლარი გამოუყო. საქართველო მეორე მიმღები ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან EIB-დან დახმარების მიღების კუთხით.


ყველა ახალი ამბავი
0