ჯგუფ Iriao-ს გზა „ევროვიზია-2018“-ზე

© FB / IRIAOჯგუფი IRIAO
ჯგუფი IRIAO - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს „ევროვიზია-2018“-ზე ეთნო-ჯაზ ბენდი Iriao წარმოადგენს

მუსიკოსები კონკურსის მეორე ნახევარფინალში 10 მაისს სხვა 17 კონკურსანტთან ერთად წარდგებიან

Iriao-ს ისტორია

ჯგუფი „ირიაო" კონკურსზე ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ვირტუოზულ უნიკალურ ნაზავს ასრულებს. ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ იშვიათ ქართველ კომპოზიტორად მიიჩნევა, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. 30 წლის მანძილზე მალაზონია ქმნის მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრებისთვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი „ირიაო", რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა. მალაზონიას გარდა, ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.

სიმღერა „შენი გულისთვის", რომლითაც ქართველი მუსიკოსები კონკურსზე 10 მაისს გამოვლენ, კომპოზიტორმა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე. სიმღერის და მისი კლიპის პრემიერა პირველი არხის ეთერში მარტის დასაწყისში შედგა.

ჯგუფი IRIAO - Sputnik საქართველო
„ნამდვილი ჯადოქრები“ - ქართველებმა „ევროვიზიის“ გახსნაზე წამყვანები გააოცეს

კლიპის გადაღებები მიმდინარეობდა საგურამოსთან ახლოს, კოსმოსური კვლევების მიტოვებული კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც თავის დროზე კომუნისტური პარტიის პატრონაჟით აშენდა.

გამოხმაურებები Iriao-ზე

„ევროვიზია-2017“-ის გამარჯვებულმა, პორტუგალიელმა შემსრულებელმა, რომელიც ალეტრნატიულ როკ, სოულსა და ჯაზს ასრულებს, სალვადორ სობრალმა ქართული ბენდის შესახებ ილაპარაკა.

პორტუგალიელმა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გულის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა და ამჟამად რეაბილიტაციას გადის, საქართველოს არჩევანის შესახებ საკუთარი მოსაზრება თავის დას, კომპოზიტორ ლუიზა სობრალს გაუზიარა.

„ამ დღეებში გავიგე, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ „ევროვიზიაში“ მონაწილეობის მისაღებად შეარჩია ჯაზ-ჯგუფი (საქართველო,Iriao). ჩემმა ძმამ მომწერა: „ნახე? იქნებ ჩვენ მართლაც რაღაც შევცვალეთ? ახლა კონკურსი ბევრად უფრო ღირსეული გახდა“, — მოჰყავს ლუიზა სობრალის ციტატა პორტუგალიურ გამოცემა Impala.pt-ს (Portal de Notícias).

Iriao-ს ვოკალისტის, მიშა ჯავახიშვილის თქმით, ბენდის წარმატება ქართული ხალხური სიმღერის უნიკალურობაშია.

ჯგუფი „ირიაო“ - Sputnik საქართველო
ლისაბონში „ევროვიზია 2018“ გაიხსნა - ვიდეო

„იცით, ჩენ ყოველთვის გვეკითხებიან, როგორ ახერხებთ ქართული ხალხური სიმღერების და ქართული მუსიკალური ფოლკლორის შერწყმას ჯაზთან? და ჩენ ყოველთვის ვპასუხობთ, რომ ქართული ხალხური სიმღერა იმდენად მდიდარია ჟანრობრივად, რომ ერთ სიმღერას რამდენი შემსრულებელი ეყოლება, იმდენი ვარიანტიც გამოვა. ქართულ სიმღერას იმდენად ახასიათებს მუსიკალური იმპროვიზაციის გამოცდილება, რომ მისი შესრულებისას შანსი არაა, რომ ის არ გაამდიდრო, იმპროვიზირება არ მოახდინო. ეს ძალიან ბუნებრივად გამოდის, ჯაზში კი ეს მთავარია. ჯაზში არსებობს კონკრეტული სტანდარტული თემა, და რამდენი შემსრულებელიც ეყოლება, იმდენივე სხვადასხვა ვარიაცია გაჩნდება. ამიტომ ჯაზთან ამ ჰარმონიის, ბგერის და ქართული ხალხური მუსიკის მთელი სისტემის შერწყმა რაღაც ძალზე საინტერესოს ქმნის“, — უამბო მუსიკოსმა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ლისაბონში გამგზავრებამდე.

ლისაბონში ქართული ეთნო-ჯაზ ბენდი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია. ასე, მაგალითად, „ევროვიზია-2018“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე Iriao ინტერნეტ-კენჭისყრის ლიდერი გახდა. კენჭისყრაში კონკურსის მონაწილე ქვეყნების მოსახლეობა მონაწილეობდა.

სიმღერამ „შენი გულისათვის“ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა — თითქმის 1500 — და თითქმის ორჯერ გაუსწრო უახლოეს კონკურენტს, მალტას, რომელსაც 800 ხმა ჰქონდა.

გარდა ამისა, Iriao-მ გააოცა ჟურნალისტები პრეს-კონფერენციაზე ლისაბონში, როდესაც ურთულესი ჯაზ-კომპოზიცია Take 5 ქართულ სტილში შეასრულა.

„ნამდვილი ჯადოქრები“ — ასე უწოდეს ჟურნალისტებმა Iriao-ს „ევროვიზია-2018“-ის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც კვირას ლისაბონში გაიმართა.

Iriao-ს მუსიკოსებმა წამყვანების სიმღერის ტექსტის შესახებ შეკითხვებზე უპასუხეს და უამბეს მიზეზებზე, რის გამოც კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეს. ცერემონიის წამყვანებმა ბენდის წევრებს „ნამდვილი ჯადოქრები“ უწოდეს მას შემდეგ, რაც არტისტებმა საკონკურსო სიმღერის მისამღერი წაიმღერეს.

ყველა ახალი ამბავი
0