„ნამდვილი ჯადოქრები“ - ქართველებმა „ევროვიზიის“ გახსნაზე წამყვანები გააოცეს

© FB / IRIAOჯგუფი IRIAO
ჯგუფი IRIAO - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს წარმომადგენლები „ევროვიზიაზე“ ევროპელი მაყურებლის გაკვირვებას აგრძელებენ

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ჯადოქრები — ასე უწოდეს ეთნო-ჯაზ ბენდ Iriao-ს ლისაბონის ჟურნალისტებმა „ევროვიზიის“ გახსნის ცერემონიაზე, რომელიც კვირას ლისაბონში გაიმართა.

Iriao-ს მუსიკოსებმა წამყვანების სიმღერის ტექსტის შესახებ შეკითხვებზე უპასუხეს და უამბეს მიზეზებზე, რის გამოც კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეს. ცერემონიის წამყვანებმა ბენდის წევრებს „ნამდვილი ჯადოქრები“ უწოდეს მას შემდეგ, რაც არტისტებმა საკონკურსო სიმღერის მისამღერი წაიმღერეს.

როგორ გააოცა Iriao-მ ევროვიზიის ჟურნალისტები >>

43 ქვეყნის მონაწილემ ცისფერ ხალიჩაზე გაიარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კონკურსის ორგანიზატორთა თქმით, წელს „ევროვიზიის“ თემა ოკეანეა, ამიტომ ტრადიციული წითელი ხალიჩა ცისფერით ჩაანაცვლეს. კონკურსანტები მაყურებლის წინაშე ანბანის მიხედვით გამოდიოდნენ.

Iriao - Sputnik საქართველო
ქართველ ემიგრანტებს ევროვიზიაზე ჯგუფ „ირიაოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

„ევროვიზია 2018“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უკუთვლა დაიწყო: რამდენი დღე, საათი, წუთი და წამი დარჩა ფინალურ შოუმდე.

სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და ესპანეთი) კონკურსის ფინალში ნახევარფინალების გვერდის ავლით ავტომატურად ხვდება.

63-ე კონკურსის ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს გაიმართება. ქართველი მონაწილეები 10 მაისს, მეორე ნახევარფინალზე წარდგებიან.

სიმღერა „შენი გულისთვის", რომლითაც ქართველი მუსიკოსები კონკურსზე 10 მაისს გამოვლენ, კომპოზიტორმა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე.

„ევროვიზიის“ ქართველი მონაწილეები მშობლიურ ენაზე იმღერებენ >>

„ევროვიზია" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 


ყველა ახალი ამბავი
0