საქართველო – იაფი ქვეყანა: რა ხიბლავთ ტურისტებს

© photo: Sputnikტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამოსული ტურისტი საშუალოდ 320-365 დოლარს ხარჯავს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობა საქართველოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გაორმაგდა, მათ მიერ დახარჯული თანხა უმნიშვნელოდ გაიზარდა, წერს გამოცემა Forbes Georgia.

ტურისტული ნაკადი იზრდება — მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში იმყოფებოდა 937,3 ათასი ტურისტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.

ფული დასვენებისთვის

გამოცემის ინფორმაციით, თითოეული ტურისტი საქართველოში ჩამოსვლისას დაახლოებით 320-365 აშშ დოლარს ხარჯავს. საქართველოს მაჩვენებლებს თუ მსგავსი ეკონომიკური ვითარების მქონე სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარებთ, იქ ტურისტები ბევრად მეტს ხარჯავენ — 500-დან 800 დოლარამდე.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურიზმის ზრდა 27 პროცენტია

მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებით, 2016 წელს უცხოელები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ უნგრეთსა და აზერბაიჯანში (1,4 ათასი დოლარი). შემდეგ მოდიან თურქეთი და კვიპროსი (900 დოლარი). სომხეთში ტურისტები ხარჯავენ 750 დოლარს, ჩეხეთში — 750-ს, ლატვიაში — 700-ს, პოლონეთში — 650-ს, საბერძნეთში — 600 დოლარს.

საქართველოში ტურიზმის სფერო ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში ჩნდება ახალი სასტუმროები, მოწმდება ხარისხი კვების ობიექტებში, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-მარტში შემოსავალი ტურიზმიდან 561 მილიონ დოლარს შეადგენს. 2017 წლის განმავლობაში ტურიზმიდან ქვეყანამ 2,8 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო წელს ექსპერტები ამ თანხის 3 მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობენ.

Forbes Georgia-ს ინფორმაციით, ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდქუტში (მშპ) 2016 წელს იყო 15% მაშინ, როცა ანალოგიური მაჩვენებელი მონტენეგროში შეადგენს 21%-ს, ხორვატიაში — 19%-ს, ხოლო საბერძნეთში ტურიზმის წილი 8%-ია.

საქართველოს უმეტესად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ

ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ნიკო კვარაცხელია აცხადებს, რომ Forbes Georgia-ს მონაცემები სრულებით ნორმალურია, რადგან საქართველოში უმეტესად ტურისტების მოკლევადიანი ვიზიტები დომინირებს.

ტურისტები სტეფანწმინდაში - Sputnik საქართველო
ვინ ჩამოდის ყველაზე ხშირად საქართველოში - აპრილის ლიდერი-ხუთეული

"როგორც ჩანს, ეს ერთ- და ორდღიანი მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა, რადგან ტურისტები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან. ეს თუ ასეა, მაშინ ის თანხა, რომელსაც ტურისტები ხარჯავენ, სრულებით ნორმალურია, რადგან საქართველოში ხანმოკლე ვიზიტები ჭარბობს", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კვარაცხელიამ.

მისი თქმით, ტურისტები, რომლებიც უფრო დიდი ხნით ჩამოდიან ქვეყანაში, უფრო მეტსაც ხარჯავენ; დაახლოებით ათას დოლარს, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანში.

"საქართველო არ არის ძვირი ქვეყანა. აქ, თუ მეზობელ ქვეყნებს — სომხეთსა და აზერბაიჯანს შევადარებთ, იაფია პროდუქტებიც, სასტუმროებიც. ეს არის სწორედ ტურისტების დიდი ნაკადის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში, რომლის მაჩვენებელიც ყოველწლიურად იზრდება", — მიიჩნევს ექსპერტი.

საქართველო — იაფი ქვეყანა

პორტალ GOBankingRates-ის ვერსიით, საქართველო ცხოვრებისთვის ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მოხვდა (მე-16 ადგილი).

პორტალმა კვლევისთვის გამოიყენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფასების შესახებ Numbeo.co-ს მონაცემთა ონლაინ-ბაზები და ის ნიუ-იორკის ფასებს შეადარა. პორტალის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრება, ნიუ-იორკში ცხოვრებასთან შედარებით, 70%-ით იაფია, ხოლო ბინის გადასახადი — 90%-ით იაფი. ასევე განსაზღვრეს, რომ საქართველოში იაფია საკვებიცა და ღვინოც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს. ნიუ-იორკში კი დაახლოებით 5 ათას დოლარს.

ყველა ახალი ამბავი
0