თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის აპრილში ჩამოსული ტურისტების მხრივ ლიდერი არიან აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი, განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოს აპრილში სულ 596,7 ათასი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის აპრილთან შედარებით 17%-ით მეტია. აქედან ტურისტი იყო 278 ათასი ადამიანი (+24,9%).
საქართველოში ტურისტად მიიჩნევენ უცხოელს, რომელაც ქვეყანაში მინიმუმ 24 საათი დაჰყო.
აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი იყო აზერბაიჯანიდა (+10,4%), რუსეთიდან (+43,4%), თურქეთიდან (+29,2%), სომხეთიდან (-6,9%) და ირანიდან (+98,5%).
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ ესტონეთიდან (+83%), ლატვიიდან (+82,6%), პოლონეთიდან (+37,3%), დიდი ბრიტანეთიდან (+33,6%), ნიდერლანდებიდან (+29,1%) და საფრანგეთიდან (+24,7%).
საქართველოში სტუმრობის მხრივ დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი (+80,9%), ჩინეთი (+62%), ისრაელი (+28%).
საქართველოში ტურიზმის სფერო ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში ჩნდება ახალი სასტუმროები, მოწმდება ხარისხი კვების ობიექტებში, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება.