საქართველოში ტურიზმის ზრდა 27 პროცენტია

გამოწერა
ქვეყანას წლის დასაწყისიდან 2 მილიონი უცხოელი ეწვია, აქედან 900 ათასზე მეტი ტურისტი იყო

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში კვლავ იზრდება ტურისტული ნაკადი — 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში იმყოფებოდა 937,3 ათასი ტურისტი, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

სვანეთი. ჰაწვალი - Sputnik საქართველო
National Geographic-ი საქართველოს რეკლამას იწყებს

საქართველოში ტურისტად მიიჩნევენ მას, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დაჰყო.

საქართველოს სულ იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში 2 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. ეს 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

უცხოური ტურიზმიდან შემოსავლებმა 2017 წელს 2,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (+27%). ეს მთლიანი შიდა პროდუქტის 6,9% წილია.

საქართველოში ტურიზმის სფერო ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში ჩნდება ახალი სასტუმროები, მოწმდება ხარისხი კვების ობიექტებში, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება.

ყველა ახალი ამბავი
0