პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

© Photo: Courtesy of Girchiზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩის“ ლიდერის და ორგანიზაციის წევრების სასამართლო პროცესი დღეს იმართება

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“  ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისა და  წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით  წარუდგინა, იუწყება ტელეარხი Imedi.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
მარიხუანის მოყვანისთვის თბილისში „გირჩის“ მომხრეები დააკავეს

„გირჩის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

შსს-ს განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება. „გირჩის“ ლიდერს ბრალი სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა, შესაბამის მასალებს სამართალდამცველები დღეს სასამართლოზე წარადგენენ.

„რაღაც კადრები მაჩვენეს, რომელშიც რაღაც უხამს სიტყვებს ვიძახი, მაგრამ ეს სიტყვები პოლიციელების წინააღმდეგ არ არის მიმართული. სავარაუდოდ, დღეს ერთი სასამართლო იქნება, სადაც სამივეს გაგვასამართლებენ ", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.

ანალოგიური ბრალდებით დაკავებული არიან ორგანიზაციის ორი წევრი — იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. მანამდე კი მარიხუანას კულტივაციის  ბრალდებით „გირჩის“  ოფისთან პარტიის ორი აქტივისტი, მათ შორის ნიკა ობოლაძე დააკავეს. დაკავების მომენტში ობოლაძე  ქოთანში ამოსული მარიხუანას ფონზე სელფს იღებდა, რომელიც ერთი კვირის წინ იყო დათესილი.

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება>>>

პოლიტიკური ორგანიზაცია  „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო. ლიდერი კი პოლიტიკოსი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძეა.

ორგანიზაციის მიზნებს შორის ერთ-ერთი მარიხუანის შეძენა-შენახვა-გამოყენების ლეგალიზაცია იყო. 2016 წლის 31 დეკემბერს პარტიის აქტივისტებმა საკუთარ ოფისში დემონსტრატიულად დათესეს კანაფი. 11 დღეში პოლიციამ ამოიღო ქოთნები ამოსული მცენარით, თუმცა ხანგრძლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მოყვანილი „ბალახის" რაოდენობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 2017 წლის ოქტომბერში პარტიამ მიაღწია თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის მოხმარების, შენახვის, შეძენისა და კულტივირებისთვის.

ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ ლიდერის და ორგანიზაციის წევრების სასამართლო პროცესი იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0