მარიხუანის მოყვანისთვის თბილისში „გირჩის“ მომხრეები დააკავეს

გამოწერა
ერთ-ერთი დაკავებული სელფის ქოთანში დათესილი მარიხუანას ფონზე იღებდა

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ორი ადამიანი დააკავეს თბილისში ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ოფისთან მარიხუანას კულტივაციის ბრალდებით, დაკავებულთა შორისაა პარტიის აქტივისტი ნიკა ობოლაძე, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ხვიჩიას თქმით, დაკავების მომენტში ობოლაძე იღებდა სელფის ქოთანში ამოსული მარიხუანას ფონზე, რომელიც ერთი კვირის წინ იყო დათესილი. მეორე დაკავებულმა ნარკოტიკზე შემოწმებაზე უარი განაცხადა.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
მარიხუანა – მითები და რეალობა

ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მათ მომხრეებს ბრალი ედებათ სსკ-ის მუხლით „ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარეების უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება“, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.

შსს-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა არ გემუქრებათ >>

პოლიტიკური ორგანიზაცია  „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო. ლიდერი კი პოლიტიკოსი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძეა.

ორგანიზაციის მიზნებს შორის ერთ-ერთი მარიხუანის შეძენა-შენახვა-გამოყენების ლეგალიზაცია იყო. 2016 წლის 31 დეკემბერს პარტიის აქტივისტებმა საკუთარ ოფისში დემონსტრატიულად დათესეს კანაფი. 11 დღეში პოლიციამ ამოიღო ქოთნები ამოსული მცენარით, თუმცა ხანგრძლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მოყვანილი „ბალახის" რაოდენობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

2017 წლის ოქტომბერში პარტიამ მიაღწია თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის მოხმარების, შენახვის, შეძენისა და კულტივირებისთვის.


ყველა ახალი ამბავი
0