ქართველი მოსწავლეების „ქიმიური რეაქციები" მინსკის ოლიმპიადაზე

© FB /Ministry of Education and Scienceდავით რიჟინაშვილი მენდელეევის ოლიმპიადაზე
დავით რიჟინაშვილი მენდელეევის ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქიმიაში მენდელეევის ოლიმპიადაზე ოცზე მეტი ქვეყნის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა 52-ე მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქიმიაში ერთი ბრინჯაოს მედალი და სამი დიპლომი მიიღეს, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის X-XI კლასელები მონაწილეობდნენ. საქართველოდან ოლიმპიადაში ხუთი მოსწავლე მონაწილეობდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე დავით რიჟინაშვილი.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების ჭკვიანი რობოტები

ოლიმპიადა სამი ტურისგან შედგებოდა, ორი თეორიული და ერთი — ექსპერიმენტული. თეორიულ ნაწილში ქართველ მოსწავლეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა კომაროვის სახელობის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეს გიორგი პეტრიაშვილს.

ექსპერიმენტულ ტურში საუკეთესო აღმოჩნდნენ საბა გოგიჩაიშვილი (კომაროვის სახელობის სკოლა) და ლევან გოჯიაშვილი (სერვანტესის სახელობის თბილისის გიმნაზია AIA – GESS).

ბრინჯაოს მედლის მფლობელი დავით რიჟინაშვილი „Sputnik-საქართველოს" მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. ის ავტორია „გონიერი საათისა", რომელიც ხანში შესული ადამიანების მდგომარეობის 24-საათიან რეჟიმში გაკონტროლებისთვის შეიქმნა.

ასევე რიჟინაშვილმა მის მეგობარ გიორგი კლდიაშვილთან ერთად შექმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია ქალაქის რუკის შექმნა და სხვადასხვა ადგილზე ჰაერის დაბინძურების დონის განსაზღვრა.

ოლიმპიადა 1997 წლიდან იმართება. მის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს საშუალება აქვთ ისწავლონ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან სხვა წამყვან რუსულ უმაღლეს სასწავლებელში. მენდელეევის ოლიმპიადის გამარჯვებულები – სკოლადამთავრებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე მისაღები გამოცდების გარეშე ირიცხებიან.

ყველა ახალი ამბავი
0