ქართული სამზარეულო ჰოლივუდის რეჟისორის ფილმში

© Photo: courtesy of Another Georgiaქართული სამზარეულოს კერძები
ქართული სამზარეულოს კერძები - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულოს შესახებ ფილმის გადაღება ივნისში დაიწყება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ჰოლივუდის რეჟისორი ქრისტოფერ კოპოლა იღებს ფილმს ქართული სამზარეულოს შესახებ. ამის შესახებ რეჟისორმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს - Sputnik საქართველო
„ჩვენ ძარღვებში ღვინო ჩქეფს" – ამერიკელებმა საქართველოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

კოპოლას თქმით, ის საქართველოში თავის სტუდენტთან ერთად ჩამოვა, რათა ქართული სამზარეულოს სამყაროში იმოგზაუროს. თავის მოგზაურობას ის არგონავტების მოგზაურობას ადარებს.

„ქართული სამზარეულო უფრო ცეკვას ჰგავს — ხალხურსაცა და ბალეტსაც. თბილისში ჩემი სტუდენტი კერძებს ჩემ მეგობარ ნათია მონტგომერისთან ერთად მოამზადებს, რომელსაც საქართველოში თავისი კულინარიული შოუ აქვს. მოემზადეთ ქართველო ძმებო და დებო! არგონავტები მოდიან. შემომიერთდება ჩემი ქართველი მეგობარი ლაშა ზამბახიძე. მისი მისია თქვენი ოქროს საწმისის მოპარვა იქნება. სინამდვილეში მისი მიზანი იქნება „გადაყლაპოს" რაც შეიძლება მეტი ქართული კულტურა და ხელოვნება. შეიძლება სწორედ ესაა ოქროს საწმისი. ალბათ ასეცაა. მიყვარს თავგადასავლები და ეს ჩემმა სტუდენტებმა იციან", — წერს ქრისტოფერ კოპოლა.

გადაღებების დაწყება ივნისის დასაწყისში იგეგმება. ფილმის ერთ-ერთი მონაწილეა ქართველი კულინარი ნათია მონტგომერი. ჰოლივუდის რეჟისორმა უკვე განათავსა ქსელში ფოტო თავის სტუდენტთან და ქართველ კულინართან ერთად, რაც გადაღებებისთვის მზადებას ადასტურებს.

კოპოლა 2013 წელს ნათიას კულინარიული რუბრიკის სტუმარი იყო პროგრამაში „დილა მშვიდობისა, საქართველო" ტელეკომპანია Rustavi2-ზე. რეჟისორმა პირდაპირ ეთერში მოამზადა ქართული კუპატი, ასევე თეთრი ლობიო პომიდორში.

„გემრიელი ორშაბათი" ნათია მონტგომერისთან ერთად" >>>

ნათია მონტგომერის ტელეარხ Food TV geo-ზე მიჰყავს კულინარიული შოუ „ნათია მონტგომერის სამზარეულო".

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური