"გემრიელი ორშაბათი" ნათია მონტგომერისთან ერთად

გამოწერა

უგემრიელესი აჯაფსანდალის რეცეპტი გაგვიზიარა კულინარმა ნათია მონტგომერიმ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: პომიდორი- 400 გრ, კარტოფილი — 200 გრ, ბადრიჯანი — 600 გრ, ბულგარული წიწაკა  წითელი/მწვანე — 300 გრ, ხახვი — 300 გრ, ნიახური — 50 გრ, ოხრახუში — 50გრ, ქინძი — 100 გრ, ნიორი — 150 გრ, ზეთი — 200 გრ, თეთრი ღვინო — 1 ჭიქა, შავი პილპილი, რეჰანი-1 ს.კ. და მარილი — გემოვნებით.

კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. კანი გააცალეთ პომიდორს და ასევე დააქუცმაცეთ ან გახეხეთ ბოსტნეულის სახეხზე. ცალკე დანაყეთ ქინძი და ნიორი. ქვაბში ჩაალაგეთ ფენა-ფენად — კარტოფილი, ბადრიჯანი, ხახვი, წიწაკა, ნიახური, ქინძი ნიორი და ოხრახუში. მოასხით ზემოდან ზეთი, ღვინო და პომიდვრის პიურე, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.

ბოსტნეული მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. მოხარშულ აჯაფსანდალს ზემოდან მოაყარეთ დანაყული ქინძი, ნიორი და რეჰანი. თქვენი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0