მმართველი პარტიის პრინციპულობა თუ პრეზიდენტ მარგველაშვილის უპატივცემულობა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. მას დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცეს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რის საფუძველზეც პრეზიდენტ მარგველაშვილს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემოდა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ გადაწონის – კობახიძე თუ მარგველაშვილი: ვნებათაღელვა პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მას ოპონენტისთვის პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

საკანონმდებლო ორგანო ორი ალტერნატივის წინაშე იდგა: ან ერთჯერადად უნდა დაერღვიათ პარლამენტის რეგლამენტი და პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცემოდა, ან არ დაერღვიათ რეგლამენტი და პრეზიდენტისთვის უარი ეთქვათ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონმდებლები რეგლამენტს არ დაარღვევენ, შესაბამისად, სხდომა დღის წესრიგით გაწერილი პროცედურების დაცვით გაგრძელდება.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
„დაფიქრდით!" – საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა

კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა.

 „მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული, რომ იქნებოდა პოლიტიკური დებატები. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი, მინდა, ბოლომდე პასუხები გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მედიას შეგიძლიათ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტების დებატის. დაბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, ეს არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხების მოსმენა მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები დეპუტატების გამოსვლებს და მერე იმ საშუალებებით, რაც შემეძლება, შევეცდები საზოგადოებას პასუხები გავცე“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

პარლამენტში დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაასრულა.

დღეს, სახელმწიფო მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე მარგველაშვილის სიტყვით ბოლო გამოსვლა იყო, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება. სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0