რა კავშირია ივანიშვილის დაბრუნებასა და სომხეთის რევოლუციას შორის

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ექსპერტებმა ერევანსა და თბილისში სააკაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზე გადაჭარბებულად ჩათვალეს

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სომხეთში „ხავერდოვან რევოლუციასთან“ დაკავშირებით ბრუნდება, დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„ივანიშვილი შეშინებულია მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით და არ უნდა საქართველოშიც იგივე სცენარი დაუშვას“, — მიიჩნევს სააკაშვილი.

სააკაშვილის თვალსაზრისი როგორც საქართველოში, ისე სომხეთში ექსპერტებს დაუსაბუთებლად მიაჩნიათ.

გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ამბავი „მეორედ მოსვლისა“ ანუ რატომ ახლა და რა ვადით...

„ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისგან განსხვავებით, ვერ ვხედავ პირდაპირ კორელაციას სომხეთში მიმდინარე მოვლენებსა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას შორის. ეს არის დამთხვევა და მეტი არაფერი“, — აცხადებს „Sputnik-სომხეთთან“ ინტერვიუში ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თბილისში სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გულდასმით აკვირდებიან. თუმცა ერევნის მოვლენებმა, უკეთეს შემთხვევაში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებაზე უნდა დააფიქროს.

მელიქიანმა სომხურ-ქართული ურთიერთობების კუთხით ივანიშვილის დაბრუნება დადებითად შეაფასა, რადგან მისი ხელმძღვანელობის წლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდებოდა. დაახლოებისკენ კურსი გააგრძელეს პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა.

საპროტესტო აქციები ერევანში - Sputnik საქართველო
„ხავერდოვანი რევოლუცია" სომხეთში - რა ცვლილებებს ელიან საქართველოში

ერევანი თბილისს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლა სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე არანაირად არ იმოქმედებს.

„არსებობს აწყობილი კონტაქტები, ურთიერთობები, რომლებიც ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ მომავალშიც გაღრმავდება“, — ხაზგასმით აღნიშნა მელიქიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე სომეხი ექსპერტის პოზიციას ეთანხმება. ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ჭორები — მისი მორიგი სიცრუეა.

ივანიშვილი უბრუნდება თავისივე პარტიის ხელმძღვანელობას, რადგან ბოლო დროს სხვადასხვა შიდაპარტიულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გაძლიერდა.

„მე შევცდი“ — სერჟ სარგსიანმა გადადგომის მიზეზები განმარტა >>

„რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი უარი თქვას პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეობაზე, ახლა მას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაბრუნება მოუწევს“, — განაცხადა მამრაძემ „Sputnik-სომხეთთან“ ინტერვიუში.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელ შემადგენლობასთან კონსულტაციებს გამართავს, რათა განხეთქილება არ დაუშვას.


ყველა ახალი ამბავი
0