„ხავერდოვანი რევოლუცია" სომხეთში - რა ცვლილებებს ელიან საქართველოში

© FB / RFE/RLსაპროტესტო აქციები ერევანში
საპროტესტო აქციები ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ერევანში ე. წ. „ხავერდოვანი რევოლუციით" დასრულდა —მთავრობის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ სომხეთის პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. „Sputnik საქართველო" დაინტერესდა რა გავლენას იქონიებს მეზობელ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოზე. სომხეთი ხომ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით საქართველოს ექსპორტმა სომხეთში 208 მლნ 701 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტმა კი 281 მლნ 272 ათასი დოლარი შეადგინა.

პრემიერ-მინისტრ კარეენ კარაპეტიანმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარკისიანს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა - Sputnik საქართველო
რა ხდება სომხეთში: ბოლო ცნობები

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ერევანში მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის" მერეც საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„ის რაც სომხეთში ხდება, წმინდა სომხური პრობლემებია და არ ვფიქრობ, რომ რაიმეთი აისახება საქართველოზე, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს სომხეთში"- აღნიშნა დემურ გიორხელიძემ „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.

ანალიტიკოსის აზრით, რადიკალურ ცვლილებებსაც არც თვითონ სომხეთში უნდა ველოდოთ.

„უბრალოდ, ერთმა და იმავე ფიგურებმა ხელისუფლებაში ხალხს მოთმინების ფიალა აუვსო, რადგან ვერც ერთმა ვერ შეძლო სომხეთში რომ ცოტა უკეთესი სიტუაცია შეექმნა, რათა ადამიანები განვითარდნენ. აი ეს ეშლებათ პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკაში მოსულ იმ დამიანებს, რომლებიც ისევ საბჭოთა მენტალიტეტის არიან, მათ შორის საქართველოშიც"- აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

ანალიტიკოსმა განმარტა, რომ გულისხმობს ვითარებას, როცა ხელისუფლება გამოყენებულია როგორც კეთილდღეობის მიღწევის საშუალება, ასევე ნეპოტიზმისთვის და ვიწრო კლანური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

სომხური ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
თბილისში სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ექსპერტი გია ხუხაშვილიც ფიქრობს, რომ სომხეთში მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუცია" საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე არ აისახება.

„არა მგონია, რომ ამან რაიმე სერიოზული გავლენა იქონიოს საქართველო-სომხეთის ურთიერობებზე ყოველ შემთხვევას დღეის მდგომარეობით"- განუცხადა Sputnik-საქართველოს გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება თვითონ „ხავერდოვან რევოლუციას" გია ხუხაშვილის შეფასებით „კარგია, რომ რაღაც დემოკრატიზაციის პროცესი მიდის სომხეთში"

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს რომ მეზობელი სომხეთში განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთგვარი დასკვნების გაკეთების საფუძველი უნდა გახდეს.

„სარქისიანის კრახი მხოლოდ იმას არ გამოუწვევია, რომ ხელისუფლებაში 10 წელი იყო და ხალხს თავი მოაბეზრა. ნებისმიერი პოლიტიკოსი იმით ფასდება, თუ რა გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და რამდენად გააუმჯობესა ხალხის მდგომარეობა"- განუცხადა სოსო ცინცაძემ „Sputnik-საქართველოს".

სოსო ცინცაძის აზრით, ერევანში განვითარებული მოვლენები თბილისისთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს.

13 აპრილიდან სომხეთში საპროტესტო აქციებს ატარებდა მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი" საპარლამენტო ფრაქციის ბლოკ „ელკის" ლიდერთან ნიკოლ პაშიანიანთან ერთად. კვირას, 22 აპრილს სარგსიანი შეხვდა პაშინიანს, თუმცა დიალოგი ჩაიშალა.

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ იყო არჩეული — 2008 და 2013 წლებში. 2018 წლის 17 აპრილს სარგსიანი მთავრობის მეთაურად ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ აირჩიეს. ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, რომელიც 9 აპრილს ამოქმედდა, მთავრობის მეთაურის ხელში ქვეყანაში რეალური ძალაუფლება იყრის თავს.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0