თბილისში, სომხეთის საელჩოსთან, სომხური ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც მიტინგებს მართავს ერევანში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გამოხატეს სომხეთის ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა თბილისში
კვირას ერევანში ოპოზიციის მორიგი მსვლელობა ჩაახშეს ერებუნის რაიონში, სადაც ქვეყნის ექს-პრეზიდენტი სარგსიანის პრემიერად არჩევას აპროტესტებდნენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. არეულობა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც გაირკვა, რომ მოლაპარაკებებმა ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ პაშინიანსა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შორის შედეგი არ გამოიღო. პაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი — არარატ მირზოიანი და სასუნ მიკაელიანი მოგვიანებით დააკავეს.