თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისში, სავაჭრო და ბიზნეს-ცენტრ „ქარვასლაში“ ყვავილების დღეები იმართება, ნათქვამია სავაჭრო ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ოთახისა და ეზოს მცენარეების ფართო არჩევანი ელით.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული სხვადასხვა სანერგეები, სათბურები და კერძო მეყვავილეები.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაგეგმილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა მცენარეული ჩაი და ღვინო დააგემოვნონ.
ორგანიზატორებმა პატარების გართობაზეც იზრუნეს — სპეციალურად მოწვეული მხატვრები მათ სახეს მოუხატავენ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს მევიოლინე.
თბილისის ბოტანიკური ბაღი მორიგი გამოფენისთვის GreenExpo ემზადება >>
გამოფენა-გაყიდვა 27 აპრილს გაიხსნა და 29 აპრილამდე გასტანს. დასწრება თავისუფალია.