არჩევნები საქართველოში - ცესკომ პარტიებს და მათ მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

© FB / CEC of Georgiaცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე
ცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკომ შეახსენა საზოგადოებას, რომ საარჩევნო უბნებზე აგიტაცია აკრძალულია

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ცესკომ მოუწოდა ვანისა და ხონის ოლქის დეპუტატობის კანდიდატებს ხელი შეუწყონ შუალედური არჩევნების ჩატარებას მშვიდ გარემოში, ხოლო ამომრჩევლებს — აქტიურობისკენ.

შუალედური საპარლამენტო არჩევნები: საარჩევნო უბნები გაიხსნა >>

არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, — განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

მან შეახსენა, რომ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, საარჩევნო უბნების დახურვამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დეპუტატობის კანდიდატები არიან: გივი ჭიჭინაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"), გიგი უგულავა („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო"), გიორგი ლილუაშვილი („საქართველო"),ზურაბ ქართველიშვილი („ტრადიციონალისტები"), მამუკა ტუსკაძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები") და ვასილ კოპალიანი (საინიციატივო ჯგუფი).

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს, სადაც ჯამში 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს >>

ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების პროცესს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, არჩევნებს ესწრება საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0