შუალედური საპარლამენტო არჩევნები: საარჩევნო უბნები გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliამომრჩევლები კენჭისყრის პროცესში მონაწილეობენ
ამომრჩევლები კენჭისყრის პროცესში მონაწილეობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებში მონაწილეობს ექვსი კანდიდატი, თუმცა ძირითადი ბრძოლა მოსალოდნელია „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს შორის

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. იმერეთს რეგიონში ვანი-ხონის ოლქში დილის რვა საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა — მოსახლეობა თავისი რაიონის პარლამენტის დეპუტატს ირჩევს.

არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც ჯამში 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
რა ხდება მმართველ პარტიაში?

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობენ პოლიტიკური სუბიექტების მიერ დასახელებული ხუთი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატი:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო" – გიორგი უგულავა

17. „საქართველო" – გიორგი ლილუაშვილი

21. „ტრადიციონალისტები" – ზურაბ ქართველიშვილი

23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები" – მამუკა ტუსკაძე

41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" – გივი ჭიჭინაძე

42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

სავარაუდოდ, სადეპუტატო სავარძლისთვის ძირითადი ბრძოლა წარიმართება „ქართული ოცნების" კანდიდატს, იმერეთის ყოფილ გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატს, თბილისის ვიცე-მერ გიგი უგულავას შორის. ჭიჭინაძე გუბერნატორის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო გიგი უგულავა წლინახევრის წინ გათავისუფლდა ციხიდან, სადაც ბიუჯეტის გაფლანგვაზე იხდიდა სასჯელს.

ღირსეული კანდიდატი გვეყოლება — კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე >>

ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე დაიწყება. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მოაგროვებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0