ეს არ არის პოლიციური რეჟიმი - შსს მოსწავლეთა დაცვის ზომებზე

© photo: Sputnik / Stringerთბილისის პირველი გიმნაზიის შენობა
თბილისის პირველი გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანდატურების უფლებამოსილება შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სკოლებში პოლიციური რეჟიმი დამყარდება

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ ცვლილებების განხილვას „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას გულისხმობს.

მოზარდის დამცირების ამსახველი ვიდეოს გამო გამოძიება დაიწყო >>

კანონპროექტის ავტორებია განათლების სამინისტრო და შსს. ცვლილებების მიზანია — სკოლის მანდატურების დამოუკიდებლობის, უსაფრთხო გარემოს  უზრუნველყოფა და მანდატურებს, განათლების სამინისტროსა და შსს-ს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემის შექმნა.

თბილისის 51-ე სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლების უსაფრთხოება - მოერევა თუ არა პოლიცია და განათლების სამინისტრო მოზარდთა აგრესიას

ცვლილებების თანახმად, 1 ივლისიდან მანდატურებს დანიშნავს არა სკოლის დირექტორი, არამედ განათლების სისტემის მანდატურების სამსახურის უფროსი. დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გათვალისწინებულია მანდატურების როტაცია.

განათლების სამინისტრო მოიპოვებს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის წესების დამტკიცების უფლებას. განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სკოლის თანამშრომლების სამოქმედო წესებს წესრიგის უზრუნველყოფის, მეტალოდეტექტორის საშუალებით მოსწავლეთა დათვალიერების, ვიდეოკამერების დამონტაჟების, უსაფრთხოების საინფორმაციო ბაზის შექმნის, მოსწავლეთა იზოლაციის და მათთან ფსიქოლოგის ან მანდატურის მუშაობის კუთხით.

ცვლილებები ითვალისწინებს კამერების დამონტაჟებას როგორც სკოლებში, ისე გარე პერიმეტრზე. მოსწავლეთა უკონტაქტო შემოწმებას იმავე სქესის მანდატური განახორციელებს.

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა – განათლების სამინისტროს ხედვა >>

მოსწავლის შეყოვნების უფლება, მისი მშობლების მოსვლამდე, იმ შემთხვევაში ექნებათ მანდატურებს, თუ მოსწავლის ქმედებები ადამიანების სიცოცხლესა ან ჯანმრთელობას ემუქრება. შემდგომში, გარკვეული დროის განმავლობაში მოსწავლესთან მანდატური და ფსიქოლოგი იმუშავებს.

მანდატურების შესაძლო უკანონო ქმედებებისგან მოსწავლეთა დაცვის მიზნით კანონპროექტი გარკვეული ზომების მიღებას ითვალისწინებს. მოსწავლეს ექნება უფლება უჩივლოს მანდატურს, თუ მისი ქმედება უფლებამოსილების ჩარჩოებს გასცდება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს მანდატურებს ითანამშრომლონ შსს-თან როგორც ინფორმაციის გაცვლის, ისე პრევენციის ზომების დაგეგმვის ფარგლებში.

კანონპროექტი არ გულისხმობს მანდატურებისთვის სრული ძალაუფლების მინიჭებას, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, რომლის კომენტარი უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.

ახალი ეტაპი სასკოლო განათლების განვითარებაში: მთავრობის პრიორიტეტები >>

„მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას. სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, კანონით დაცული იქნება ბალანსი სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა. პროექტის კომიტეტებში განხილვის შემდეგ დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.


ყველა ახალი ამბავი
0