საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახური ამუშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliყვავილების კლუმბა
ყვავილების კლუმბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან მოსახლეობა ჰაერში აეროალერგენების დონეს დააკვირდება და ყოველთვის მზადყოფნაში იქნება

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახური ამუშავდა — ამიერიდან პაციენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გამწვავდეს სეზონური ალერგიის სიმპტომები და პრევენციის რა ზომები უნდა მიიღონ.

აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია თბილისში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ახალი სამსახურის პრეზენტაცია მიეძღვნა ალერგიის მსოფლიო კვირეულს  (WORLD ALLERGY WEEK), რომელიც 22-28 აპრილს გაიმართება.

რატომ იმატა ალერგიის რიცხვმა? >>

მედიკოსთა თქმით, აეროალერგენების ჰაერში გავრცელების კალენდარი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს დაავადების კონტროლში მაქსიმალურად დაეხმარება.

„ისევე, როგორც ხდება ამინდის პროგნოზირება, ცივილიზებულ ქვეყნებს ასევე აქვთ აეროალერგენების კონცენტრაციის პროგნოზირება ჰაერში, რომლის საშუალებითაც ალერგიული ავადმყოფები გარკვეულად თავისი ყოველდღიური სტატუსის მონიტორინგს აწარმოებენ“, — განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
ბავშვებში ალერგიისა და ეგზემის რისკის შემცირების გზა – მეცნიერების რჩევა ორსულებს

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა აეროალერგენების სამი სადგური დაადგინა — თბილისში, ქუთაისში და ბათუმში; შეადგინა აეროალერგენების მონიტორინგის კალენდარი თბილისში; დაიწყო აეროალერგენების გავრცელების ყოველკვირეული პროგნოზირება Facebook-გვერდზე და აეროალერგენების დათვლის ევროპულ პროექტთან თანამშრომლობა.

„ალერგოლოგიური პროგნოზის მიწოდებით, რაც სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის, საშუალება ეძლევა პაციენტს სწორად დაგეგმოს მისი მოგზაურობა, მისი გადაადგილება. იმიტომ რომ თითოეული ადგილისათვის არის დამახასიათებელი მისი განსაკუთრებული მცენარეული საფარველი, რომელთაგან ყვავის ყველაფერი, მაგრამ ზოგი არის ალერგიული, ზოგი — არა“, — განაცხადა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა მაია გოთუამ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გლობალურ დათბობასთან და სერიოზულ კლიმატურ ცვლილებებთან ერთად მთელი მსოფლიოს მოსახლეობის გლობალური ალერგიზაცია მოხდა.

ლომიძე: სანამ ბავშვს ცურვაზე მივიყვანთ, უნდა ვიცოდეთ, აქვს თუ არა ალერგია ქლორზე >>

დადგენილია ალერგიის გამომწვევი მცენარეები. თითოეულ ქალაქში საკუთარი დამახასიათებელი ფლორაა, განვითარებულ ქვეყნებში მრავალი წლის წინ დაადგინეს, წლის რომელ პერიოდში რომელი მცენარე იწყებს ყვავილობას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცალკეული ქალაქების ჰაერში აეროალერგენების გავრცელების კალენდარი შეიქმნა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ცივილიზებული სამყარო დიდი ხანია სთავაზობს მოქალაქეებს აღნიშნულ სერვისს, რომელსაც ეწოდება Pollen count forecast.


ყველა ახალი ამბავი
0