ლომიძე: სანამ ბავშვს ცურვაზე მივიყვანთ, უნდა ვიცოდეთ, აქვს თუ არა ალერგია ქლორზე
"აუზის წყალი ყველაზე მავნებელია ყურისთვის და ცხვირისთვის, განსაკუთრებით, პატარა ასაკში. როცა ბავშვი ცურვაზე მიგვყავს, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, აქვს თუ არა ალერგია ქლორზე", — ამბობს ლიკა ლომიძე.
სპეციალისტის განცხადებით, ბავშვები ცურვის სწავლამდე სწორად ვერ სუნთქავენ და ხშირი შემთხვევაა, როდესაც შესუნთქვის დროს წყალი ცხვირის ღრუში შედის და ანთებით პროცესებს იწვევს.